მაისის თვე ძველბერძნული ქალღმერთის – მაიას სახელს უკავშრიდება, რომელიც თავის მხრივ ნაყოფიერების, ქალურობისა და შვილიერების სიმბოლოდ ითვლებოდა ძველ ბერძნებში.
ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს - კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც. და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესიტყვება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.
დაბადებული 10 მაისს
10 მაისს დაბადებული ადამიანები, უზომოდ ენერგიულები და სიცოცხლისუნარიანები არიან. მათ გაცილებით უადვილდებათ დამოუკიდებლად მუშაობა და იშვიათად გრძნობენ კარგად თავს გუნდში ან კოლექტივში. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ისინი ხშირად იკავებენ ლიდერულ პოზიციას ან სხვების მასწავლებლის, გზამკვლევის როლში გვევლინებიან.