10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, 13:01-ზე ახალმთვარეობა გველოდება, მთვარე თევზებშია

დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მეტად დაისვენეთ. ცუდია მოგზაურობა, შორ მანძილზე მგზავრობა. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.

ვერძი

ყურადღებით მიაქციეთ იმ დამთხვევებსა და შანსებს, რომლებიც დღეს ბედისწერას გიმზადებს. თუ გადაწყვეტთ მუშაობას, აირჩიეთ მსუბუქი, მარტივი დავალებები: დიდი და რთული პროექტებისთვის დიდი ენერგია არ გაქვთ.

კურო

გადადეთ შოპინგი, შეეცადეთ არ შეიძინოთ რაიმე ზედმეტი. დღე შესაფერისია ყოველდღიური საკითხების მოსაგვარებლად, საღამოს - საქმის დასაწყებად.

ტყუპი

კარგია კომუნიკაცია ოჯახთან, განიხილეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ზოგადი გეგმები. არ არის გამორიცხული, მათგან რაიმე პრაქტიკული რჩევა ან წინადადება მოისმინოთ. მოერიდეთ კამათს.

კირჩხიბი

იპოვეთ რთული საკითხების გადაჭრის არასტანდარტული გზები. გირჩევთ, არ გაუზიარონ თქვენი გეგმები სხვებს. გამოიყენეთ კრეატიული მიდგომა ბიზნესში.

ლომი

გაფრთხილდით, უბრალო საუბარიც კი შეიძლება გადაიზარდოს ორმხრივ ბრალდებებსა და ჩხუბში. დაკავდით ჰობით ან საყვარელი საქმიანობით, რომელიც აგიმაღლებთ განწყობას.

ქალწული

დღეს გაქვთ შანსი დახარჯოთ ბევრი ფული და აღმოჩნდეთ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში. კარგი იქნება დღის გატარება ოჯახთან ერთად.

სასწორი

ისიამოვნეთ საყვარელ ადამიანთან კომუნიკაციით და საუბრებით. 10 მარტს მოისმენთ რჩევას ან შენიშვნას, რომელიც გამოგადგებათ.

მორიელი

შოპინგი და ხარჯვა სხვა დროისთვის გადადეთ: სჯობს ფული დაზოგოთ. გამოჩნდება შანსი, რომ გაიუმჯობესოთ ფინანსური კეთილდღეობა. გაგიუმჯობესდებათ განწყობა.

მშვილდოსანი

გარშემო მყოფები თქვენგან მხარდაჭერას და რჩევას ელიან. თუმცა, ყოველთვის არ უნდა შეასრულოთ მათი სურვილები და დაემორჩილოთ მანიპულირებას. სიტუაცია მალე შეიცვლება და განწყობაც გაგიუმჯობესდებათ.

თხის რქა

წარმატებული დღეა, ზოგიერთი თქვენი სურვილი ადვილად ახდება. დღეს ნუ დაიწყებთ ახალ რთულ დავალებებს, დაისვენეთ, ხვალ გააქტიურდით.

მერწყული

უნდა გქონდეთ მშვიდი განწყობა და უფრო მშვიდად მიიღოთ კრიტიკა ან კომენტარები. გააკეთეთ ისეთი რამ, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ.

თევზები

გილოცავთ, ახალმთვარეობა თქვენს ნიშანშია, დროა, გააქტიურდეთ სასურველის მისაღწევად. თქვენი ხიბლი დაგეხმარებათ მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ. გამოიყენეთ ეს შანსი. ახლობლებთან კომუნიკაცია არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ სასიამოვნოც იქნება.