10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

საკუთარი მიზნების მისაღწევად გარშემო მყოფების დახმარება დაგჭირდებათ. ეცადეთ, დაარწმუნოთ ისინი, რომ წარმატების მიღწევაში დაგეხმარონ.

ტყუპი

პირადი საკითხების მოგვარებისას, გადაწყვეტილების მიღებისას ნუ აჩქარდებით. დაიცადეთ, სანამ სიტუაცია თავად დალაგდება თქვენს სასარგებლოდ.

კირჩხიბი

დღეს გარშემო მყოფები თქვენგან მეტ აქტიურობას ელიან. შეიძლება ზედმეტი სამუშაოც დაგავალონ, რაც უარყოფითად აისახება თქვენს განწყობაზე. ეცადეთ საქმის ნაწილი გამოცდილ ადამიანებს გადაუნაწილოთ.

ლომი

დღეს მოერიდეთ რუტინულ სამუშაოს. წარმატებას მოგიტანთ შემოქმედებითი საქმიანობა და სფერო, სადაც იმპროვიზაციაა საჭირო.

ქალწული

მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდებით. ეცადეთ, თქვენი ნათქვამი გარშემო მყოფებმა სწორად გაიგონ. დღეს სასიამოვნო ნაცნობობა გელით.

სასწორი

მცირე უსიამოვნებებს, ხარვეზებს ყურადღება არ მიაქციოთ და გააგრძელეთ მუშაობა. თუმცა, გრანდიოზული გეგმების შესრულებას ნუ ეცდებით.

მორიელი

დღეს ყველა საიდუმლოს, გარშემო მყოფთა ყველა ფარულ განზრახვას ფარდას ახდით. მაგრამ ნუ შეიმჩნევთ, რომ საქმის კურსში ხართ და მოვლენების განვითარებას დაელოდეთ.

მშვილდოსანი

კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. მოაგვარეთ უძრავი ქონების ან მსხვილი ინვესტიციის საკითხი. დღეს პრობლემების მოგვარება ნათესავებთანაც გაგიადვილდებათ.

თხის რქა

დღეს პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით. გაგიუმჯობესდებათ ურთიერობა არსებულ პარტნიორთან. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა ელით მგზავრობისას ან მოგზაურობისას.

მერწყული

მეტი ყურადღება გმართებთ დოკუმენტებთან მუშაობისას. მცირე უზუსტობაც კი თქვენგან ზედმეტი დროისა და ფულის ხარჯვას მოითხოვს.

თევზები

კარგი დღეა მოვლენების გასაანალიზებლად, შეცდომების გამოსასწორებლად. საკუთარი საქმეების მოსაგვარებლად დახმარება გარშემო მყოფებს სთხოვეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით