10 ნოემბერი, მთვარე ლომშია: ფლირტი შეიძლება თანდათან გადაიზარდოს ძლიერ მიჯაჭვულობაში

10 ნოემბერი, მთვარე ლომშია: ფლირტი შეიძლება თანდათან გადაიზარდოს ძლიერ მიჯაჭვულობაში

ორშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 21:42-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 21:38-ზე

რეკომენდებულია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები.

არ არის რეკომენდებული: ჩამოშორდეთ ჯგუფს და შეეწინააღმდეგოთ ჯგუფის წევრებს. წვრილმანები და უმნიშვნელო საკითხები ნუ გაგაფანტავთ ყურადღებას.

ჯანმრთელობა: მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.

კვება: რეკომენდებულია ბროწეულის, მოცვის, ჭარხლის, სტაფილოს, ალუბლის მიღება. ასევე მათი წვენების. უნდა დალიოთ სისხლის გამწმენდი ჩაი. ზოგადად, ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი ტკბილეულს კი მოერიდეთ.

მოგზაურობა: ეს არის ხელსაყრელი დრო მოგზაურობის, მივლინების, კრუიზებისა და მარათონების დასაწყებად.

ურთიერთობები: დღე ხელსაყრელია საქორწილო დღესასწაულისთვის. ქორწილი უნდა იყოს სახალისო, მასიური და საინტერესო. პაემანი საინტერესოდ ჩაივლის. მარტოობა უკუნაჩვენებია. თუ დღეს ვერ შეხვდებით თქვენს პარტნიორს, მაშინ წადით მეგობრებთან შესახვედრად.

დღის მინერალები: პირიტი, ცირკონი, ობსიდიანი.

  • მთვარე ლომშია

საუკეთესო დღეა შემოქმედებისა და სიყვარულისთვის. გამოიძინეთ, დაისვენეთ. ფლირტი შეიძლება თანდათან გადაიზარდოს ძლიერ მიჯაჭვულობაში. სასარგებლოა ვიზიტი თეატრში, კინოში და გამოფენებზე.

აქტიური ორგანოებია: გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა.

კვება: ცილები და ხილი კარგად შეიწოვება.

საოჯახო საქმეები: კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.

კოსმეტიკური პროცედურები: საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი.