10 ოქტომბერი, მთვარე ტყუპშია: კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის

10 ოქტომბერი, მთვარე ტყუპშია: კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის

პარასკევი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 19:20-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 09:14-ზე

რეკომენდებულია: კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები.

არ არის რეკომენდებული: შურისა და ბოროტების გამოვლენა.

ჯანმრთელობა: აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის.

კვება: ხორცის გარდა ყველაფრის ჭამა შეიძლება. მთავარია, რომ საკვები უნდა იყოს ახალი.

მოგზაურობა: ხელსაყრელია მოგზაურობა, მივლინება. მგზავრობისას მთავარია, მეგობრული დამოკიდებულების შენარჩუნება.

ურთიერთობები: ხელსაყრელი დღეა ქორწილისთვის. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.

დღის მინერალები: წითელი იასპი, იასპი.

მთვარე ტყუპშია

კარგია კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები.

აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა.

კვება: თუ ენდოკრინულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, თვალყური ადევნეთ რისი ჭამა მოგწონთ ამ დღეებში. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ გსურს ისეთი საკვები, რომელიც არ არის კარგი. ამიტომ დიეტა უნდა შეიცვალოს.

საოჯახო საქმეები: კარგია კონდიციონერის დაყენება. გააუმჯობესეთ კომუნიკაციები სახლში. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. სარეცხი უფრო სწრაფად შრება.

კოსმეტიკური პროცედურები: კარგია მასაჟი, თმის შეღებვა. მოცულობითი, ჰაეროვანი ვარცხნილობის გაკეთება, მაგრამ შეჭრის შემდეგ თმა შეიძლება დაუმორჩილებელი გახდეს.