სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:11-ზე, მთვარე 16:01-ზე გადავა ქალწულში
საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია - თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. კარგია ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
ვერძი
რაც შეიძლება მეტის კეთების სურვილი ხელს შეგიშლით კარგი შედეგების მიღწევაში. შეამცირეთ აქტივობა, გადადეთ ახალი რთული ამოცანების დაწყება სხვა დღისთვის. შესაფერისი დღეა უკვე დაწყებული სამუშაოს დასასრულებლად, შეცდომებისა და ხარვეზების შესამოწმებლად. მშვიდად განიხილეთ საკამათო საკითხები საყვარელ ადამიანებთან.
კურო
გაზრდილი გაღიზიანება შეგაფერხებთ ბიზნესშიც და კომუნიკაციაშიც. გარშემო მყოფებმა შეიძლება გაგაბრაზონ და ხელი შეგიშალონ გადაწყვეტილებების მიღებაში. აკონტროლეთ თქვენი ემოციები, ნუ მიაქცევთ ყურადღებას მცირე უსიამოვნებებს.
ტყუპი
ფრთხილად იყავით გადაადგილებისას და ყოველდღიურ საქმიანობაში. მოერიდეთ აჩქარებას და სარისკო ქმედებებს. შეისწავლეთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია. კომუნიკაციის დროს შესაძლოა ბრწყინვალე აზრი ან ახალი პროექტის იდეა მოგივიდეთ თავში.
კირჩხიბი
ენერგიის დაბალი დონე არ მოგცემს საშუალებას, დასახულ შედეგებს მარტომ მიაღწიოთ. ჩართეთ საქმიანობაში თქვენი საყვარელი ადამიანები ან კოლეგები, რომლებსაც ენდობით, ისინი შესანიშნავად გაუმკლავდებიან დავალებას. დღეს არ გარისკოთ და არ ჩაერთოთ თავგადასავალში.
ლომი
დღე ნაყოფიერი და წარმატებული იქნება. შეგიძლიათ წინ წაიწიოთ ძველ, რთულ საკითხებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გაჩერებული და გადადებული იყო. შეადგინეთ მკაფიო გეგმა: ეს დაგეხმარებათ გამოთვალოთ თქვენი რესურსები და თავიდან აიცილოთ შეცდომები. აქტიური სეირნობა ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
ქალწული
დღეს მიდრეკილნი იქნებით პრობლემების გაზვიადებისა და დრამატიზაციისკენ. უსიამოვნებებს დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭოთ, მით უმეტეს, რომ ხვალ სხვანაირად შეხედავთ ამ სიტუაციას. დღეს მიაქციეთ ყურადღება თქვენს ჯანმრთელობას, იარეთ ფეხით მეტი, იკვებეთ სწორად.
სასწორი
თუ გსურთ ვინმესთან ურთიერთობის გაწყვეტა ან საყვარელი ადამიანისგან იმედგაცრუებული ხართ, გადაწყვეტილებებს იმპულსურად ნუ მიიღებთ, დაისვენეთ და მიიღეთ მეტი ინფორმაცია. შესაძლოა, შეცვალოთ აზრი, როდესაც გაიგებთ რა არის ნამდვილი მიზეზი. არ გაუზიაროთ თქვენი გეგმები სხვებს.
მორიელი
თქვენი რჩევა ახლობლებს პრობლემების გადალახვაში დაეხმარება. გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება, მაგრამ არ აიძულოთ ისე მოიქცნენ, როგორც თქვენ გსურთ. შემოქმედებითი მიდგომა და ფანტაზია საშუალებას მოგცემთ სწრაფად გაუმკლავდეთ რუტინულ და მოსაწყენ საქმეებს. ფინანსური შეთავაზებები შეიძლება სარისკო აღმოჩნდეს.
მშვილდოსანი
უნდა აკონტროლოთ ემოციები და არ გადაიტანოთ თქვენი გაღიზიანება საყვარელ ადამიანებზე. დააკვირდით სიტყვებს, ნუ გაბრაზდებით წვრილმანებზე. სჯობს სტრესი აქტიური ვარჯიშით ან ფიზიკური შრომით მოიხსნათ. ისაუბრეთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
თხის რქა
მიიღებთ მოულოდნელ ამბებს, რომლებიც გაიძულებთ შეცვალოთ თქვენი გეგმები. მოერგეთ გარემოებებს, მოძებნეთ ახალი მომგებიანი შესაძლებლობები. გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია, რომელსაც თავად იღებთ: ვიღაცას სურს განზრახ შეგიყვანოთ შეცდომაში.
მერწყული
ვარსკვლავები გირჩევენ, გამოასწორონ ყველა საკამათო სიტუაცია, მეტად დანებდნეთ. ასე თავიდან აიცილებთ კონფლიქტებს და შეინარჩუნებთ პოზიტიურ განწყობას. კარგი დღეა ნაყოფიერი მუშაობისთვის და რთული პრობლემების გადასაჭრელად. უმჯობესია რომანტიული პაემანი გადადოთ.
თევზები
თქვენი პარტნიორი არ გაამართლებს მოლოდინს და რაღაცნაირად გაგიცრუებთ იმედებს. გამოიჩინეთ გაგება, ესაუბრეთ მას გულწრფელად, ნუ მიიღებთ სერიოზულ გადაწყვეტილებებს. მოგინდებათ კოლეგებთან შეჯიბრება, ზოგიერთ შეჯიბრში მონაწილეობა და თქვენი კვალიფიკაციის დამტკიცება.