კურო - თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ საქმეები კარგად მიგდით. ნუ იდარდებთ, თუ რამეს ვერ ყიდულობთ. თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ახალი ნივთი უფრო ფუფუნებაა ვიდრე აუცილებლობა. მოერიდეთ ზედმეტ იმპულსურობას.
ტყუპი - სწავლისა და მუშაობის პარალელურად, მეტად ჩაერთეთ მხიარულ საქმიანობაში. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. უბრალოდ, ნუ გაუმხელთ საიდუმლოს იმას, ვინც ერთხელ უკვე გიღალატათ.
კირჩხიბი - აქტიური და ენერგიული ხართ. დილითვე განიხილეთ კოლეგებთან მიმდინარე საკითხები და შეუდექით მათ მოგვარებას. სხვა დღისთვის გადადეთ ტესტირება და გასაუბრება.
ლომი - დღეს გამოიყენებთ იმ ცოდნას, რაც ადრე გქონდათ ნასწავლი. ახლობლები ხვეწნის გარეშეც კი დაგეხმარებიან საქმეების მოგვარებაში. დღის მეორე ნახევარი გამონახეთ აქტიური კონტაქტებისთვის.
ქალწული - გრანდიოზული იდეების განხორციელებას დღეს ვერ შეძლებთ და ამის გამო ნუ შეყრით ღრუბლებს. მეტი დრო დაუთმეთ მიმდინარე საკითხების მოგვარებას. თუ თავს ვალდებულად არ თვლით, არავის არაფერი გაუკეთოთ.
სასწორი - შეიძლება ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც დაგეგმილი გქონდათ. ამიტომ მსუბუქად შეხედეთ მოვლენებს, ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ სწავლას, ახალი ინფორმაციის მიღებას.
მორიელი - საინტერესო შემოთავაზებებსა და წინადადებებს მიიღებთ. თუ რაიმეს მიღწევა გსურთ, იყავით მეტად თვითდისციპლინირებული. საღამო საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ. უფროსი ნათესავები საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან.
მშვილდოსანი - გახსოვდეთ, რომ შეიძლება ყველაზე ძლიერი და უხეში ადამიანიც კი გულის სიღრმეში გულჩვილი და მიამიტი იყოს. დღეს ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ადამიანებს უთხრათი ის, რისი გაგონებაც ესიამოვნებათ.
თხის რქა - შეიძლება თქვენი მუშაობის კონკრეტულ შედეგს ჯერ ვერ ხედავთ, მაგრამ გამარჯვებას სულ მალე მიაღწევთ. დღეს დააკვირდით ინფორმაციას, რომელსაც მიიღებთ და ადამიანებს, ვინც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან.
მერწყული - შეიძლება გაგიჭირდეთ საერთო ენის გამონახვა გარშემო მყოფებთან. ეცადეთ, ყველასთვის გასაგებად ილაპარაკოთ. შეიძლება ვიღაც ჯიბრში ჩაგიდგეთ, მაგრამ ყურადღება არ მიაქციოთ, საკუთარი გამარჯვებისთვის იბრძოლეთ.
თევზები - ხმაურიან და ხალხმრავალ გარემოში მოგიწევთ მუშაობა. თუმცა, არ უნდა მოცდეთ გართობაზე და საკუთარი ვალდებულებები მაინც უნდა მოაგვაროთ. სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი შეხვედრა. კარგად ჩამოაყლიბეთ თქვენი პოზიცია.