10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

საღამოს სანანებელი რომ არ გაგიხდეთ, დილით თქვენთვის უჩვეულო ქცევას არ გირჩევთ. უმჯობესია საქმეები კანონის დაცვით, იურისტთან კონსულტაციის შემდეგ მოაგვაროთ.

ტყუპი

კარგი დღეა ვარჯიშისა და სპორტული თამაშებისთვის. პროფესიული წინსვლისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი მოგეცემათ

კირჩხიბი

ენერგიული და ენთუზიაზმით აღსავსე ხართ და არ დააგდოთ ტემპი. შეცდომების თავიდან ასაცილებლად, სპეციალისტთან კონსულტაციაც არ გაწყენდათ. საღამოს საქმიანი შეხვედრა მეგობრულ ატმოსფეროში ჩაივლის.

ლომი

მთელი დღე აზარტითა და სპორტული ინტერესით იქნებით შეპყრობილი. მოსალოდნელია სასიყვარულო თავგადასავალი, მოგზაურობა, სარეკლამო კამპანიის დაწყება.

ქალწული

მეტი ყურადღება მიაქციეთ ახლობლების პრობლემებს. კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრისთვის. მშობლებმა მეტი დრო გამონახეთ შვილებისთვის და დაეხმარეთ სწავლაში.

სასწორი

მთელი დღე საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. ღამით, უცნობ ადგილას მარტო ნუ გაივლით.

მორიელი

გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. საქმიანი შეხვედრები საღამომდე გაგიგრძელდებათ. ძილის წინ მეგობრებისა და კოლეგების წერილებს უპასუხეთ.

მშვილდოსანი

დღეს ჩვეულებრივ საქმეებსაც კი ორიგინალურად მოაგვარებთ. თუმცა, ფინანსურ და პროფესიულ საკითხებს მეტი ყურადღებით მოეკიდეთ.

თხის რქა

კარგი დღეა საქმეების მოსაგვარებლად. დღეს მართვის სათავეებს ჩაიგდებთ ხელში. საღამოს ახალი ამბავი მეგობრებთან ერთად გაარჩიეთ.

მერწყული

დღეს მტრებსაც კი დაიმეგობრებთ. თუმცა, საკუთარი პრობლემების შესახებ მხოლოდ გამოცდილ მეგობრებთან ისაუბრებთ.

თევზები

იბრძოლეთ საკუთარი უფლებების, მიზნების დასაცავად. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. მათთგან ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიტყობთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით