10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ხართ და მიზანმიმართულად და გაბედულად მოქმედებთ. მთავარია, უმნიშვნელო დეტალებს, ხარვეზებს ყურადღება არ მიაქციოთ და გააგრძელოთ ბრძოლა წარმატებისთვის.

ტყუპი

დოკუმენტებთან მუშაობისას მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ. დღის განმავლობაში მოსალოდნელია უმნიშვნელო უსიამოვნებები, კონფლიქტები. ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მაქსიმალურად გაერიდოთ ნეგატივს.

კირჩხიბი

დღეს უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი, როგორც საკუთარი, ასევე გარშემო მყოფების. გადაუდებელი პრობლემების გამო საყვარელ ადამიანს სათანადო ყურადღებას ვერ მიაქცევთ. რის გამოც შეიძლება გაგინაწყენდეთ.

ლომი

ნუ შეცვლიოთ გეგმებს; გააკეთეთ ის, რაც დაისახეთ, ფორტუნა თქვენ მხარესაა და ნუ გაუშვებთ ამ შანსს. აგრეთვე კარგი დღეა ორგანიზმის გასაკაჟებლად, ვარჯიშისა და დიეტისთვის.

ქალწული

საკმარისად ენერგიული ხართ, რათა დაასრულოთ დაწყებული საქმეები. მოწყენილი რომ არ იყოთ, სამუშაოში კოლეგებიც ჩართეთ. მცირე პრობლემები თქვენი ჩარევის გარეშეც მოგვარდება.

სასწორი

კარგი დღეა მატერიალური საკითხების მოსაგვარებლად. შეიძლება ან ახალი შემოსავლის წყარო გამოგიჩნდეთ ან – ახალი სამსახური შემოგთავაზონ.

მორიელი

დილიდანვე შეეგუეთ იმ აზრს, რომ სამსახურებრივი საქმეები გამო ვერ მოახერხებთ ახლობლებისთვის სათანადო ყურადღების მიქცევას. პირადი საკითხები უქმეებზე მოაგვარეთ.

მშვილდოსანი

რამდენადაც ხალისიანი და უკონფლიქტო იქნებით, მით უკეთ წარიმართება თქვენი საქმეები. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის.

თხის რქა

მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კამათისგან. მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეების დასრულებას, რადგან უქმეებზე მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში დაისვენოთ.

მერწყული

ცვლილებების დღე გელით, როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში. მაგრამ ყოველივეს მშვიდად უნდა შეხვდეთ და ეცადეთ, სიხარულის მიუხედავად დეტალებს მაინც მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება.

თევზები

დღეს მნიშვნელოვან მოვლენად შეიძლება დიდი ხნის უნახავ მეგობართან, ნათესავეთან შეხვედრა გახდეს. ზოგიერთს კი ძველი შეყვარებული შეეხმიანება და სიყვარულში გამოუტყდება.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით