10 სექტემბერს დაბადებული ადამიანი გაწონასწორებული იმიჯის მიღმა ხშირად მალავს საკმაოდ ემოციურ ბუნებას

10 სექტემბერს დაბადებული ადამიანი გაწონასწორებული იმიჯის მიღმა ხშირად მალავს საკმაოდ ემოციურ ბუნებას

სექტემბერი (ლათ. September) შემოდგომის პირველი თვეა. მისი სახელწოდება მოდის ლათინური სიტყვიდან septem – შვიდი, გამომდინარე იქიდან, რომ ძველრომაული კალენდრით ასტროლოგიურად სექტემბრის თვე ორ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს – ქალწულსა და სასწორს. ამ ორ – მიწისა და ჰაერის სტიქიის წარმომადგენელს შორის საერთო, დახვეწილი გემოვნება და ესთეტიკური ხედვის ნიჭია. თუმცა, ქალწულის პრაქტიკულობას ხშირად აკლია სასწორისეული შემოქმედებითი ხედვა, სასწორის მერყევ ბუნებას კი ქალწულისთვის დამახასიათებელი ლოგიკური ანალიზის უნარი. თუ ისე მოხდა, რომ რომელიმე ამ ზოდიაქოს ნიშნის გავლენა მეორეზეც ვრცელდება გარკვეული პლანეტარული განლაგების მიხედვით, ვიღებთ ფრიად შესანიშნავ ასტროლოგიურ "ჰიბრიდს".

  • როგორია 10 სექტემბერს დაბადებული ადამიანი

10 სექტემბერს დაბადებული ადამიანები გამომძიებლური ნიჭითა და დეტალური ანალიზის უნარით არიან დაჯილდოებულნი. მათ ძალა შესწევთ ნებისმიერ საიდუმლოს მოუნახონ სწორი გასაღები, უმცირესი და ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანების დაკავშირებით კი მიიღონ საერთო სურათი ნებისმიერი მოვლენისა. მართალია, გარეგნულად მშვიდები ჩანან, თუმცა ამგვარი გაწონასწორებული იმიჯის მიღმა, ეს ხალხი ხშირად მალავს საკმაოდ ემოციურ ბუნებას.