შაბათი, სავსემთვარეობის დღე, მთვარე თევზებშია
კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარებას. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას.
ვერძი: მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან, საჭესთან - სიჩქარის გადაჭარბებას. უმჯობესია, დღევანდელი დღე მშვიდ გარემოში გაატაროთ, დაისვენოთ.
კურო: ეცადეთ, მშვიდი დამოკიდებულება შეინარჩუნოთ მეგობრებთან, თანამოაზრეებთან. დაწყებული საქმეების, პროექტების დასრულებაზე იზრუნეთ.
ტყუპი: მოერიდეთ ურთიერთობების დაძაბვას ხელმძღვანელობასთან. ყურადღება მიაქციეთ მიღებულ ინფორმაცის, ნუ ენდობით გადაუმოწმებელს. გაფრთხილდით კომერციული საქმიანობისას.
კირჩხიბი: აკონტროლეთ ემოციები, ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. დაიწყეთ იურიდიული საკითხების მოგვარება.
ლომი: დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. საქმიანი პარტნიორების მიმართ იყავით ლოიალური.
ქალწული: დაიწყეთ საქმეების დასრულება ან გადააკეთება, გამოსწორება. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან, კონკურენტებთანაც კი.
სასწორი: აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. გაიუმჯობესეთ დასვენებისა და ძილის რეჟიმი. თუ ავად იყავით გამოჯანმრთელდებით.
მორიელი: წარმატება გელოდებათ შემოქმედებით საქმიანობაში. ჰობი შეიძლება შემოსავლის წყაროდ აქციოთ. იყავით მეტად რომანტიკული, მზრუნველი საყვარელი ადამიანის მიმართ.
მშვილდოსანი: მოაგვარეთ საოჯახო ვალდებულებები. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრების გვერდით. გააუმჯობესეთ მათთან დამოკიდებულება.
თხის რქა: საქმიანი შეხვედრისა და მივლინების დროს მეტი დაკვირვება და ყურადღება გმართებთ. არ იკამათოთ და-ძმებთან.
მერწყული: დაფიქრდით, რით შეიძლება გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები, გადარიცხვებიც.
თევზები: მოერიდეთ ემოციურობას. დაფიქრდით, რა გიშლით ხელს წინსვლაში, რისგან უნდა გათავისუფლდეთ. საუკეთესო დღეა დიეტის, ვარჯიშის დასაწყებად.