სექტემბერი (ლათ.September) შემოდგომის პირველი თვეა. მისი სახელწოდება მოდის ლათინური სიტყვიდან septem – შვიდი, გამომდინარე იქიდან, რომ ძველრომაული კალენდრით იგი მეშვიდე თვედ იყო მიჩნეული ნაცვლად მეცხრე თვისა.
ასტროლოგიურად სექტემბრის თვე ორ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს – ქალწულსა და სასწორს. ამ ორ – მიწისა და ჰაერის სტიქიის წარმომადგენელს შორის საერთო, დახვეწილი გემოვნება და ესთეტიკური ხედვის ნიჭია. თუმცა ქალწულის პრაქტიკულობას ხშირად აკლია სასწორისეული შემოქმედებითი ხედვა, სასწორის მერყევ ბუნებას კი ქალწულისთვის დამახასიათებელი ლოგიკური ანალიზის უნარი. თუმცა, თუ ისე მოხდა, რომ რომელიმე ამ ზოდიაქოს ნიშნის გავლენა მეორეზეც ვრცელდება, გარკვეული პლანეტარული განლაგების მიხედვით, ვიღებთ ფრიად შესანიშნავ ასტროლოგიურ "ჰიბრიდს".
როგორია 10 სექტემბერს დაბადებული ადამიანი
10 სექტემბერს დაბადებული ადამიანები გამომძიებლური ნიჭითა და დეტალური ანალიზის უნარით არიან დაჯილდოებულნი. მათ შესწევთ ძალა ნებისმიერ საიდუმლოს მოუნახონ სწორი გასაღები, უმცირესი და ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანების დაკავშირებით კი მიიღონ ნებისმიერი მოვლენის საერთო სურათი. მართალია, გარეგნულად მშვიდები ჩანან, თუმცა ამგვარი გაწონასწორებული იმიჯის მიღმა, ეს ხალხი ხშირად მალავს საკმაოდ ემოციურ ბუნებას.