10 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

10 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. მოერიდეთ უსიამოვნებას მეზობლებთან, მგზავრებთან.

ტყუპი

მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შრომა მოგიწევთ. მოერიდეთ ექსპერიმენტებს, განსაკუთრებით კვებაში.

კირჩხიბი

განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები, გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან და ანუ იქნებით უსაქმურად, თუ არ გსურთ, დეპრესიამ შემოგიტიოთ.

ლომი

მოაგვარეთ საოჯახო, სამემკვიდრეო, სარემონტო საკითხები. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ოჯახის წევრებთან.

ქალწული

საქმეების მოგვარებაში მეგობრები და ნათესავები დაგეხმარებიან. თუმცა, შეიძლება ზოგიერთთან სამუდამოდ გაწყვიტოთ კავშირი.

სასწორი

ეცადეთ, მოიპოვოთ გარშემო მყოფების კეთილგანწყობა. გამოავლინეთ ინიციატივა და ტაქტიკურობა. მოთოკეთ ემოციები გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას.

მორიელი

იყავით აქტიური, განსაკუთრებით იმ სფეროში, რომლის გაუმჯობესებაც გსურთ. არ იზარმაცოთ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული საღამო მოუწყვეთ.

მშვილდოსანი

თუ გავლენიანი მფარველების დახმარების იმედი არ გაქვთ, ახალი საქმეები არ წამოიწყოთ. მეტად დაისვენეთ, გაინებივრეთ თავი გემრიელობებით.

თხის რქა

მოერიდეთ უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთან. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების შესრულებას. საღამოს ნათესავებს უმასპინძლეთ.

მერწყული

რუტინული საქმეები მეტ ძალისხმევას საჭიროებს. მოერიდეთ ფიზიკურ და სულიერ გადაღლას. გამოავლინეთ კულინარიული შესაძლებლობები.

თევზები

მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი სახელოვნებო სფეროში. კარგი დღეა სარეკლამო აქციის მოსაწყობად. თქვენს მზრუნველობას საჭიროებენ ბავშვები.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით