კურო
მოერიდეთ გარშემო მყოფებთან გულახდილობას. უმჯობესია სხვებს მოუსმინოთ, თავად კი, თუ ვინმესთვის სიხარულის გაზიარება მოგინდებათ, ოჯახის წევრებს, საყვარელ ადამიანს შეეხმიანეთ.
ტყუპი
დღეს მარტივად იპოვით თანამოაზრეებს, რომლებიც იდეების განხორციელებაში დაგეხმარებიან. მთავარია, ყველაფერი ერთდროულად არ მოინდომოთ და თავგზა არ აგებნათ.
კირჩხიბი
გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა და სასურველი ნივთების შეძენასაც შეძლებთ. აგრეთვე კარგი დღეა დამატებითი შემოსავლის საძიებლად.
ლომი
დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტლების მიღება მოგიწევთ, რაც თქვენს კარიერასაც შეეხება და პირად ცხოვრებასაც. ნუ აჩქარდებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ.
ქალწული
დღეს მნიშვნელოვან წინადადებას შემოგთავაზებენ. მთავარია, მიუწვდომელი არ იყოთ. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უმჯობესი იქნება კონსულტაცია ბრძენ ადამიანთან გაიაროთ.
სასწორი
რომანტიკული დღე გელით, რის გამოც სამსახურისა და საოჯახო საქმეებზე ყურადღება მოგიდუნდებათ. დღეს საყვარელი ადამიანი მზრუნველობითა და საჩუქრებით აგავსებთ. მარტოხელებს კი სასიამოვნო ნაცნობობა ელით.
მორიელი
სურვილების ასრულების დღეა. შეიძინეთ სასურველი ნივთები; საკუთარ თავს ნურაფერზე ეტყვით უარს, მაქსიმალურად გაანებივრეთ.
მშვილდოსანი
უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. ყველას ერთდროულად ნუ შეეჭიდებით, პრიორიტეტულები გამოარჩიეთ და ნელ-ნელა შეასრულებთ ყველას.
თხის რქა
სიურპრიზებით დატვირთული დღე გელით, მაგრამ ყველა სასიამოვნო ვერ იქნება. ეცადეთ, ყველაფერს მშვიდად შეხვდეთ და მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედოთ.
მერწყული
სასიამოვნო ნაცნობობა გელით და შეიძლება ითქვას, რომ ამ ახალგაცნობილ ადამიანზეა დამოკიდებული თქვენი კარიერული და პირადი წარმატება.
თევზები
თუ დაკვირვებულად იმოქმედებთ, თქვენს მახვილ მზერას არაფერი გამოეპარება და შეცდომებისგანაც დაიზღვევთ თავს.