პარასკევი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:50-ზე, მთვარე სასწორშია
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა. ამ დღეს კარგია პლასტიკური ოპერაციების ჩატარება, კბილებზე მკურნალობა. დღეს იკვებეთ ზომიერად, - არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
ვერძი
დისკუსიები და მოლაპარაკებები იქნება პროდუქტიული, გექნებათ შანსი, ჩაერთოთ საინტერესო პროექტში. თქვენ ადვილად შექმნით საჭირო კავშირებს, რომელთა გამოყენებაც მალე მომგებიანად შეგეძლებათ. დიდი თანხის დახარჯვის არ გირჩევთ, ფული მალე დაგჭირდებათ.
კურო
გადამწყვეტი და მშვიდი, თავდაჯერებული დამოკიდებულება დაგეხმარებათ შესანიშნავი შედეგების მიღწევაში. მიჰყევით თქვენს გეგმებს, მაშინაც კი, თუ გარემოებები ამას არ უწყობს ხელს. არის შანსი შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც დიდი ხანია არ გამოჩენილან თქვენს ცხოვრებაში.
ტყუპი
პრობლემები წარმოიქმნება მოულოდნელად და მათი მოგვარება სწრაფად და სხვების დახმარების გარეშე მოგიწევთ. თქვენი ძველი კონკურენტები გააქტიურდებიან. შეაფასეთ თქვენი ძალა, რაციონალურად შეხედეთ სიტუაციას. მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას.
კირჩხიბი
ენერგიისა და აქტივობის მაღალი დონის მიუხედავად, სჯობს მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულოთ. დღეს თქვენს ცხოვრებაში შესაძლებელია ბედნიერი დამთხვევები და სიურპრიზები, საოცარი შეხვედრები, რომლებიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.
ლომი
დღის პირველი ნახევარი წარმატებული და პროდუქტიული იქნება, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა იჩქაროთ. არსებობს შანსი, რომ მიიღოთ დაუგეგმავი შემოსავალი და გამოიყენოთ პირველადი საჭიროებისთვის. ეცადეთ, ზედმეტი არ დახარჯოთ, რათა რთულ ფინანსურ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ.
ქალწული
არ უნდა ინერვიულოთ იმ მოვლენებზე, რომლებიც ამ მომენტში თქვენთვის მნიშვნელოვანია. შესაძლებელია გარშემო მყოფებთან კამათი. განსაკუთრებით შუადღისას. გარიგებები ან ფულის დაბანდების გზები, რომლებსაც შემოგთავაზებენ, წარმატებული აღმოჩნდება. თუმცა, დარწმუნდით, რომ ეს არ არის თაღლითობა.
სასწორი
დღე შეიძლება რთული და სტრესული იყოს. უფრო ხშირად დაისვენეთ ან გადაიტანეთ ყურადღება სასიამოვნო საქმეებზე. ნუ იმედოვნებთ სხვების დახმარებას: უმეტესი საქმეების მოგვარება მარტოს მოგიწევთ. ფიზიკური აქტივობა ან მძიმე სამუშაო ასევე უნდა იყოს რაციონირებული.
მორიელი
ენთუზიაზმი და არასტანდარტული მიდგომა საკითხების გადაწყვეტისადმი დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევაში. მუშაობის ჩვეულებრივი ტრადიციული მეთოდები არ იქნება ისეთი ეფექტური. კოლეგებთან საერთო ენის პოვნა ადვილი არ იქნება, მაგრამ ახლო ადამიანებთან ყველაფერი კარგად მიდის.
მშვილდოსანი
ბედნიერი და ნაყოფიერი დღე გელით. ბევრის მიღწევას შეძლებთ იმ სფეროებში, სადაც სხვებმა ვერ შეძლეს. მიუხედავად იმისა, რომ ენერგია მაღალ დონეზეა, თქვენ უნდა აკონტროლოთ თქვენი კეთილდღეობა და არ გადატვირთოთ. საღამოს შესაძლოა განწყობა გაუარესდეს მცირე უსიამოვნებების გამო.
თხის რქა
მშვიდი და ემოციურად ნეიტრალური დღე. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებსა და დეტალებს, ეს დაგეხმარებათ აკონტოლოთ მოვლენები და არ დაუშვათ სერიოზული შეცდომები. გაატარეთ დრო თანამოაზრეების საზოგადოებაში, ადამიანებთან, რომლებიც მხარს გიჭერენ და იზიარებენ თქვენს შეხედულებებს.
მერწყული
გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად, მიიღეთ სიცოცხლისუნარიანობა. სამუშაოზე კონცენტრირება გაგიჭირდებათ: დასვენება და ღრუბლებში ფრენა გსურთ. სადილის შემდეგ შესაძლებელია საყვარელი ადამიანის სასიამოვნო სიურპრიზი. კარგი დღეა პატარა რომანტიკული თავგადასავლისთვის.
თევზები
დღე რთული იქნება, შესაძლებელია იმედგაცრუებები და ზედმეტი საზრუნავი. უმნიშვნელო მოვლენები ან საგნები დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე, რაც ართულებს სამუშაოზე ფოკუსირებას და აზრების სიცხადის შენარჩუნებას. შესაძლოა, პირქუშმა განწყობამ და ეჭვებმა შეგაწუხოთ. სასიამოვნო საქმის კეთება ცუდ ფიქრებს გაგიფანტავთ.