10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

კარგი დღეა ძველი ურთიერთობების აღსადგენად; გაანახლეთ მოლაპარაკებები ბიზნესპარტნიორებთან. გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. შეიძლება ამის გამო ახალი პროექტების შეჩერებამ მოგიწიოთ. მეტი დრო დაუთმეთ მატერიალური საკითხების მოგვარებას.

ტყუპი

მოერიდეთ გადაღლას, ხშირად დაისვენეთ. შეიძლება ზოგიერთი პროექტი შეჩერდეს, რაც გართობისა და დასვენების საშუალებას მოგცემთ. ნუ იჩქარებთ დაბრუნებული ვალის დახარჯვას; ფულის საქმეში დაბანდებას. გათავისუფლდით მობეზრებული ნივთებისა და ურთიერთობებისგან.

კირჩხიბი

გარშემო მყოფებთან ურთიერთობასა და მუშაობაში "ოქროს შუალედი" შეინარჩუნეთ. ხშირად დაისვენეთ. ნუ ეცდებით ახალი იდეების განხორციელებას, ყველაფერი კარგად უნდა გათვალოთ.

ლომი

ახალი იდეებით სავსე ხართ, მაგრამ უმჯობესია, ისინი ჯერ გამოცდილ კოლეგებთან ერთად განიხილოთ. ნუ აჩქარდებით. მეტი ყურადღება მიაქციეთ შეცდომების გამოსწორებას, მატერიალური საკითხების მოგვარებას. დღის განმავლობაში მოსალოდნელია შეხვედრები, საღამოს მეგობრები სასიამოვნო სიახლეებით გაგახარებენ.

ქალწული

გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, დაეხმარეთ მათ პრობლემების მოგვარებაში. შეიძლება დღეს დამატებითი სამუშაოს შესრულებამ მოგიწიოთ. ხელმოწერამდე კიდევ ერთხელ, ყურადღებით გადაათვალიერეთ ყველა დოკუმენტი. მოერიდეთ სკანდალურ ადამიანებთან შეხვედრას. თუ ეს უკანასკნელი გარდაუვალია, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კონფლიქტისგან.

სასწორი

დაღლილობის მიუხედავად საქმეების მოგვარება მაინც მოგიწევთ. მაქსიმალურად დაკვირვებულად იმუშავეთ. შესაძლებელია ძველი სასიყვარულო პარტნიორების დაბრუნება. ახლანდელთან გააუმჯობესეთ ურთიერთობა, დასახეთ მომავალი.

მორიელი

იდეებითა და გეგმებით აღსავსე ხართ, მაგრამ მზად უნდა იყოთ შეფერხებებისთვის. ამიტომ, მაქსიმალურად თავშეკავებულად და ყურადღებით უნდა იმუშაოთ. კარგი დღეა ვარჯიშის გასაახლებლად, დიეტისა და განტვირთვის დღის მოსაწყობად, კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.

მშვილდოსანი

ნუ აჩქარდებით, სასურველი თავად ჩაგივარდებათ ხელში. ნუ ეცდებით საკუთარი სიხარულის მოშურნეებისთვის გაზიარებას. მოსალოდნელია შეხვედრა, რომელსაც დიდხანს ელოდით. ეცადეთ, არ დაძაბოთ, გააუმჯობესოთ ურთიერთობა. საღამოს მოიძიეთ ახალი, საჭირო ინფორმაციები.

თხის რქა

ახალი საქმეების დაწყებამდე გადახედეთ მიმდინარეს, გამოასწორეთ შეცდომები. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. შეუსრულეთ მათ დანაპირები. შეცდომისგან თავის დასაზღვევად, ყურადღებით გადაამოწმეთ ყველა ახალი ინფორმაცია.

მერწყული

სამუშაო გრაფიკი ისე გადაანაწილეთ, რომ დრო დასვენებისთვისაც დაგრჩეთ. სანამ მიმდინარე საკითხებში არ გაერკვევით, ახალ პროექტებზე მუშაობას ნუ დაიწყებთ. მეტი მოუსმინეთ და ნაკლები იკამათეთ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას იმ ადამიანებთან, ვისთანაც მომავალში უნდა ითანამშრომლოთ.

თევზები

სამსახურებრივი და საოჯახო საქმეების მოგვარების პარალულურად, ეცადეთ დაარეგულიროთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მოერიდეთ "ემოციურ გამოსვლებს". მოაგვარეთ ფინანსური საკითხები; შეამცირეთ ხარჯი.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით