10.10.10 - განსაკუთრებული დღე, რომელმაც შეიძლება ურთიერთობებში ყველაფერი თავდაყირა დააყენოს: რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი ნინა ხომერიკი

10.10.10 - განსაკუთრებული დღე, რომელმაც შეიძლება ურთიერთობებში ყველაფერი თავდაყირა დააყენოს: რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი ნინა ხომერიკი

2026 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს დროით 19:50 წუთზე სასწორის ზოდიაქოს ნიშანში ახალმთვარეობა გველოდება. ასტროლოგ ნინა ხომერიკის თქმით, ეს დღე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს არა მხოლოდ ასტროლოგიური თვალსაზრისით, არამედ მისი ნუმეროლოგიური სიმბოლიკითაც. 10.10.2026 (2+0+2+6 = 10) წლის ციფრების ჯამიც 10-ს გვაძლევს, ამიტომ მივიღეთ სიმბოლური სამი ათეული - 10.10.10.

ნუმეროლოგიური თვალსაზრისით, 10 დაკავშირებულია ერთი ციკლის დასრულებასთან და ახალი ციკლის დაწყებასთან, შემობრუნებასთან, ცვლილებასთან და ახალი მიმართულების არჩევასთან. ამიტომ 10.10.10 შეგვიძლია აღვიქვათ როგორც სიმბოლური ნულოვანი წერტილი - მომენტი, როდესაც ძველი წესები და მიდგომები გადაფასებას ითხოვს და ახალი ეტაპის შექმნის შესაძლებლობა ჩნდება.

ეს არ ნიშნავს, რომ ამ დღეს ყველაფერი ავტომატურად შეიცვლება, პირიქით, ასეთი სიმბოლური თარიღები ყველაზე საინტერესო მაშინ ხდება, როდესაც ისინი ემთხვევა ძლიერ ასტროლოგიურ კონფიგურაციებს, ბოლო 500 წელის განმავლობაში არ მომხდარა. შესაძლებელია ბევრს ეგონოს, რომ 2026 წლის 10.10-ის 10:10 წუთი სარკისებური კორიდორია, რომელიც სურვილის ასრულებებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს დღე არ უკავშირდება სამყაროსგან ნაბოძებ გულუხვ საჩუქრებს, ეს არის დღე, როდესაც სისტემა მკვეთრად შეცვლის წესებს, რადგან ცის კაბადონზე უკიდურესად მკაცრი ასტროლოგიური კონფიგურაციები იკრიბება, ეს არის პერიოდი, როდესაც „მშვიდობის შენარჩუნება ნებისმიერ ფასად“ შეიძლება აღარ აღმოჩნდეს საკმარისი, საჭირო ხდება ისეთი ბალანსის შექმნა, სადაც ორივე მხარის ინტერესს აქვს ადგილი.

ნუმეროლოგიით 1900 წლიდან მოყოლებული, პირველი სამი ათეულის პორტალი 2008 წლის 10 ოქტომბერს გაიხსნა და ეს დღე დაემთხვა 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდს.

2017 წლის 10 ოქტომბერთან დაკავშირებული მოვლენები ასევე საინტერესო პარალელებს გვაჩვენებს. ამ პერიოდში განსაკუთრებით მკაფიოდ გამოიკვეთა დეცენტრალიზაციისა და ბლოკჩეინის იდეის გაძლიერება, აშშ-ში მასშტაბური ტყის ხანძრები, ხოლო ანტარქტიდაში, ივლისში ყინულის შელფიდან მოწყვეტილი გიგანტური აისბერგის მოძრაობა და მისგან დაშორება. ამავე დღეს მწვავე იყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და ირანის ბირთვული შეთანხმების გარშემო დაძაბულობა.

ახლანდელ პორტალს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს სასწორის ნიშანში მიმდინარე ახალმთვარეობა, რომელიც ურთიერთობების, პარტნიორობის, შეთანხმებების, ბალანსისა და სამართლიანობის თემების ახალი ციკლის დასაწყისია და ამ ახალმთვარეობის მმართველი პლანეტა ვენერა რეტროგრადულ მოძრაობაშია და იმყოფება მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, ამიტომ, ახალი დასაწყისი მარტივად „ნულიდან დაწყებას“ არ ნიშნავს, ის გვაბრუნებს ძველ საკითხებთან, დაუმთავრებელ ურთიერთობებთან, ფინანსურ ვალდებულებებთან და იმ ღირებულებებთან, რომელთა შეცვლაც უკვე აუცილებელი ხდება.

რაც შეეხება ახლანდელი პორტალის დადებით მხარეს, სამი ათეული შეიძლება ძალიან ძლიერი სიმბოლური ინსტრუმენტი გახდეს თვითრეფლექსიისთვის. არსებობს მარტივი პრაქტიკა, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როდესაც ემოციები მძვინვარებს, გადაწყვეტილების მიღება რთულია ან გვგონია, რომ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ, სანამ რამეს იტყვით, გააკეთებთ ან საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, საკუთარ თავს დაუსვით სამი კითხვა:

  • რას ვიგრძნობ ამ გადაწყვეტილების შემდეგ 10 წუთში?
  • რას ვიგრძნობ ან რა შედეგს მივიღებ 10 თვეში?
  • და რას ვიგრძნობ 10 წლის შემდეგ?

ეს სამი კითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ემოციური ფონი ძლიერია და ამწუთიერი განცდა გვაიძულებს, გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მივიღოთ.

  • 10 წუთი - გვაჩვენებს ამწუთიერ ემოციას.
  • 10 თვე - გადაწყვეტილების შესაძლო შედეგს.
  • 10 წელი - გვაძლევს შესაძლებლობას, სიტუაციას უფრო დიდი დროითი პერსპექტივიდან შევხედოთ.

ზოგჯერ ის, რაც ახლა სასწრაფოდ გადასაწყვეტი გვგონია, 10 წლის პერსპექტივაში საერთოდ აღარ არის მნიშვნელოვანი, ხოლო ზოგჯერ პირიქით,სწორედ დღევანდელი პატარა არჩევანი შეიძლება გახდეს ის ნაბიჯი, რომლის მნიშვნელობასაც მხოლოდ წლების შემდეგ გავაცნობიერებთ.

ამიტომ, სანამ ემოციის გავლენით იმოქმედებთ, გაჩერდით და ჰკითხეთ საკუთარ თავს და შეიძლება პასუხმა თქვენი გადაწყვეტილება შეცვალოს.ასტროლოგიაში არის პერიოდები, როცა ემოცია სწრაფად იზრდება, ძველი წყენა ზედაპირზე ამოდის, ურთიერთობები იძაბება და გვიჩნდება მოულოდნელი სურვილები, რაღაც დავასრულოთ, ვთქვათ, გავაკეთოთ ან რადიკალურად შევცვალოთ, მაგრამ ყველა ძლიერი ემოცია არ მოითხოვს მოქმედებას. ზოგჯერ ეს უბრალოდ სიგნალია, რომ რაღაც ჩვენში ყურადღებას ითხოვს. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ მაშინ, როცა მოქმედების სურვილი მოდის გაბრაზებიდან, წყენიდან, შიშიდან, შურისძიების სურვილიდან ან იმპულსიდან, იმიტომ, რომ ის, რაც ახლა გვგონია, რომ „ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაა“, შეიძლება უბრალოდ წუთიერი ემოციური რეაქცია აღმოჩნდეს. ეს არის გზა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას ემოციების ტალღებიდან, მომავლის პერსპექტივაში გადავინაცვლოთ. ასტროლოგია სწორედ ამას გვასწავლის, რომ ტრანზიტი შეიძლება გვიჩვენებდეს კრიზისს, დაძაბულობას ან გარდაქმნის აუცილებლობას, მაგრამ არჩევანი მაინც ჩვენზეა.

  • · ურანის დროს შეიძლება გვინდოდეს ყველაფრის ერთ დღეში შეცვლა;
  • · მარსის დროს - ბრძოლა;
  • · ლილიტის დროს - აკრძალულის დარღვევა და ისეთი სიმართლის თქმა, რომელსაც დიდხანს ვმალავდით;
  • · სატურნის დროს - ყველაფრისთვის წერტილის დასმა.

გახსოვდეთ, რომ სამყარო არ გვაიძულებს, ის მხოლოდ გვაჩვენებს, სად არის ჩვენი სუსტი ადგილი, სად დაგროვდა დაძაბულობა და სად დგება ცვლილების დრო, ამიტომ, სანამ სიტყვას იტყვით, ურთიერთობას დაასრულებთ, დატოვებთ სამსახურს, მიიღებთ გადაწყვეტილებას ან ისეთ რამეს გააკეთებთ, რომლის უკან დაბრუნებაც რთული იქნება, დაიცადეთ და ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ეს ნამდვილად ჩემი გადაწყვეტილებაა
თუ უბრალოდ ჩემი დღევანდელი ემოციის გადაწყვეტილებაა?“ რადგან ზოგჯერ, ერთი წუთით შეჩერება, გვიცავს იმ გადაწყვეტილებისგან, რომლის შედეგებთანაც შეიძლება წლების განმავლობაში მოგვიწიოს ცხოვრება. ყველა ემოციას უნდა მოვუსმინოთ,
მაგრამ ყველა ემოციის მიხედვით მოქმედება არ არის საჭირო.

ეს პერიოდი, ასევე კარგია ურთიერთობების შესამოწმებლად, რადგან ასეთ დროს, განსაკუთრებით მკაფიო ჩანს, რამდენად მყარ საფუძველზე დგას ურთიერთობა, არის თუ არა მასში ნდობა, გულწრფელობა, პასუხისმგებლობა და რეალური სურვილი ერთმანეთის გვერდით ყოფნის.ასეთი დღეები ხშირად აჩენს იმას, რასაც ჩვეულებრივ ფარავს ყოველდღიურობა, მაგალითად: დაუმთავრებელ წყენას, ძალთა დისბალანსს, უთქმელ მოთხოვნებს ან პირიქით, ურთიერთობის რეალურ სიმტკიცეს, ამიტომ „შემოწმება“ არ ნიშნავს აუცილებლად დაშორებას, ეს არის შესაძლებლობა, დაინახო: ეს ურთიერთობა რეალურად გაძლიერებთ თუ მხოლოდ ჩვევით ინარჩუნებთ, შეგიძლიათ თუ არა ერთმანეთთან გულწრფელად საუბარი და ის, რასაც დღეს ირჩევთ, გექნება თუ არა მისი მომავალშიც შენარჩუნების სურვილი.

სასწორი ეცდება შექმნას ბალანსი, მაგრამ ამ ახალმთვარეობის ყველაზე მნიშვნელოვანი კონფიგურაციაა მისი და სატურნის ოპოზიცია, რომელიც ამჟამად რეტროგრადულია ვერძის ზოდიაქოს ნიშანში და უპირისპირდება მთვარეს სასწორის ზოდიაქოს ნიშანში, რაც მიუთითებს, იმაზე რომ სასწორის სურვილს, შეინარჩუნოს ჰარმონია და შეთანხმება, ეწინააღმდეგება სატურნის მოთხოვნა, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას, საზღვრებსა და რეალურ ვალდებულებებს, ამიტომ, ეს დღე განსაკუთრებით საინტერესოა ურთიერთობების შესაფასებლად.

რას ამოწმებს ახალმთვარეობა ურთიერთობებში:

  • 1. თანაბარია თუ არა ურთიერთობა;
  • 2. არის თუ არა პასუხისმგებლობა ორმხრივი;
  • 3. სად ვთმობ საკუთარ თავს მხოლოდ იმისთვის, რომ ავიცილოთ კონფლიქტი;
  • 4. სად გადის თქვენი საზღვრები;
  • 5. რას ვპირდებით ერთმანეთს რეალურად და არა მხოლოდ სიტყვებით.

სატურნი სწორედ აქ გვაიძულებს, ურთიერთობის ფორმა მის რეალურ შინაარსს შევუსაბამოთ. თუ კავშირი მყარ საფუძველზე დგას, ეს პერიოდი ურთიერთობის უფრო მკაფიოდ განსაზღვრის, პასუხისმგებლობების აღებისა და მისი გამყარების შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ თუ ურთიერთობაში დიდი ხანია არსებობს დისბალანსი, გაურკვევლობა, ცალმხრივი პასუხისმგებლობა ან ვალდებულებებისგან თავის არიდება, ეს თემები ახლა გაცილებით ხილული ხდება. სატურნი არ ანგრევს იმას, რაც მყარად დგას, ის გვაჩვენებს, რამდენად შეესაბამება ურთიერთობის გარეგნული ფორმა მის რეალურ საფუძველს, ამიტომ ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს ურთიერთობის გამყარებისა და ოფიციალურად განსაზღვრის პერიოდი, ხოლო ზოგისთვის იმის გაცნობიერება, რომ არსებული ფორმა აღარ შეესაბამება ურთიერთობის რეალურ მდგომარეობას და აუცილებელია ცვლილებები.

ამ პერიოდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია რეტროგრადული ვენერა, რომელიც ამჟამად მორიელის ზოდიაქოში იმყოფება და 10 ოქტომბერს შექმნის მარსთან ზუსტ კვადრატს. ეს ასპექტი განსაკუთრებით ამძაფრებს ურთიერთობების ემოციურ, ვნებითა და სურვილებთან დაკავშირებულ თემებს. აქ შეიძლება გაჩნდეს შინაგანი წინააღმდეგობა ისეთ საკითხებს შორის, როგორიცაა:

  • რა მინდა და რა არის სწორი?
  • მინდა თუ არა ეს ადამიანი?
  • მომწონს თუ არა ეს ურთიერთობა ისეთი, როგორიც ახლა არის?
  • მიზიდულობა თუ წყენა?
  • სიახლოვე თუ დამოუკიდებლობა?

ამიტომ, 10 ოქტომბრის ენერგია შეიძლება განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობოდეს პირად ურთიერთობებში, როდესაც სურვილი, ემოცია და რეალური საჭიროება ერთმანეთისგან განსხვავებულ პასუხებს გვაძლევს. ვენერას რეტროგრადული მოძრაობა, განსაკუთრებით ხელს უწყობს ძველი გრძნობების, წარსული ურთიერთობების, დაუმთავრებელი თემებისა და ადრე მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვას, თუმცა, აქ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ რეტროგრადული ვენერა ავტომატურად არ ნიშნავს ყოფილ პარტნიორთან დაბრუნებას, მისი მთავარი ფუნქციაა ჩვენი ღირებულებების, სურვილებისა და ურთიერთობის ხარისხის გადაფასება და იმის გააზრება, რას ვეძებთ ურთიერთობაში, რა გვაკმაყოფილებს, რას ვეგუებით და რა აღარ შეესაბამება ჩვენს რეალურ საჭიროებებს.

ამიტომ, ამ პერიოდში, არ არის აუცილებელი დაბრუნდეს ადამიანი, არამედ საჭიროა საბოლოოდ შეფასდეს წარსულთან დაკავშირებული ემოციები, საკითხები და კითხვებზე პასუხი მხოლოდ ამწუთიერი ემოციის მიხედვით არ გავცეთ, აუცილებელია დავაკვირდეთ, რა გვინდა სინამდვილეში და რა გვჭირდება იმისთვის, რომ ურთიერთობაში საკუთარი თავი არ დავკარგოთ.

გარდა პირადი გრძნობებისა და ემოციებისა აქტიურდება საქმიანი ურთიერთობებიც, რადგან სასწორი მხოლოდ სიყვარულს არ მართავს, ის ასევე ეხება:

  • ხელშეკრულებებს;
  • მოლაპარაკებებს;
  • პარტნიორობას;
  • თანამშრომლობას;
  • იურიდიულ შეთანხმებებს;
  • ურთიერთსასარგებლო პირობებს.

ამიტომ, 10 ოქტომბერი კარგია პირობების გადასახედად და მოლაპარაკების დასაწყებად, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, საჭიროა გამოიჩინოთ სიფრთხილე განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება ურთიერთობის სტატუსს, დიდ ფინანსურ ვალდებულებას ან კონტრაქტს. ვენერა 13 ნოემბრამდე იქნება რეტროგრადული, ხოლო 24 ოქტომბერს მერკურიც რეტროგრადდება, რაც შემდგომ პერიოდში საქმეების გადახედვის თემას კიდევ უფრო აუცილებელს ხდის.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ იუპიტერის როლიც, რომელიც ამ კონფიგურაციაში შესაძლებლობის ფაქტორს ქმნის. მისი ტრანზიტი ლომში ახალმთვარეობასთან ჰარმონიულ სექსტილს ქმნის, რაც საერთო სურათს გარკვეულწილად არბილებს და გვაჩვენებს, რომ არსებული სიტუაციის გაცნობიერება მხოლოდ კრიზისისკენ არ მიდის, პირიქით, ამ პროცესში შესაძლებელია უფრო ფართო არჩევანის, ახალი პერსპექტივისა და უკეთესი პირობების დანახვა. იუპიტერი თითქოს გვახსენებს, რომ როდესაც ძველ მდგომარეობას უფრო ნათლად ვხედავთ, არჩევანიც უფრო ფართო ხდება და შეიძლება აღმოვაჩინოთ გამოსავალი, რომელსაც აქამდე ვერ ვამჩნევდით, ან მოგვცემს შესაძლებლობას, რომლის დახმარებითაც არსებული სიტუაციის შეცვლას უფრო მარტივად და კონსტრუქციულად შევძლებთ.

აქედან გამომდინარე, 10 ოქტომბერი არ არის მხოლოდ დასრულების არამედ ცვლილებების მომტანი დღეა, რადგან ახალმთვარეობა სასწორში გვთხოვს არა ნებისმიერ ფასად მშვიდობას, არამედ სამართლიან შეთანხმებას. ეს არის პერიოდი, როდესაც შეიძლება ნათლად დაინახოთ: რა უნდა გაგრძელდეს, რა უნდა შეიცვალოს და სად უნდა გაივლოს ზღვარი. სწორედ ამიტომ არის კარგი ეს დღე ურთიერთობების „შესამოწმებლად“, შეძლებს თუ არა თქვენი ურთიერთობები რეალური გამოცდის გავლას, არის თუ არა მასში თანასწორობა, პასუხისმგებლობა და ორმხრივი არჩევანი.

10 ოქტომბერი არ გეკითხებათ მხოლოდ: გინდა თუ არა ეს ურთიერთობა, ის სვამს კითხვას: შეგიძლიათ თუ არა ამ ურთიერთობაში დარჩენა ისე, რომ არ დაკარგოთ საკუთარი თავი.

ამ პერიოდში ყველაზე მეტად უნდა ვერიდოთ:

1. იმპულსურ გადაწყვეტილებებს ურთიერთობებში, არ ღირს გაბრაზების ან წყენის ფონზე დაშორება, ულტიმატუმის წაყენება ან ისეთი სიტყვის თქმა, რომლის უკან დაბრუნებაც რთული იქნება.

2. ძველი ურთიერთობის იდეალიზებას - წარსულიდან ადამიანის დაბრუნება ან ძველი გრძნობის გააქტიურება არ ნიშნავს, რომ ძველი ურთიერთობა აუცილებლად უნდა აღდგეს. პირველ რიგში აუცილებელია შეფასდეს რეალურად რა შეიცვალა.

3. ბრძოლას პარტნიორთან - „ვინ არის მართალი“ შეიძლება გადაიქცეს უფრო მნიშვნელოვან პრობლემად, როგორიცაა „ვინ აკონტროლებს ურთიერთობას.“ კომპრომისი არ უნდა ნიშნავდეს საკუთარი საზღვრების დათმობას.

4. ემოციურ ხარჯვას - ვენერას რეტროგრადულობის დროს განსაკუთრებით ფრთხილად იყავით გააკეთოთ დიდი შენაძენები: სიყვარულის, წყენის ან საკუთარი თავისთვის რაღაცის დამტკიცების სურვილით.

5. დაუფიქრებელ კონტრაქტებსა და ფინანსურ ვალდებულებებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პირობები ბოლომდე ნათელი არ არის. წაიკითხეთ წვრილი შრიფტიც და ნუ დაეყრდნობით მხოლოდ სიტყვიერ დაპირებებს.

6. ყველაფრის „ახლავე“ გადაწყვეტას - ახალი მთვარე ახალი ციკლის დასაწყისია, მაგრამ ყველა ახალი დასაწყისი იმავე დღეს არ უნდა გაფორმდეს, ზოგიერთ საკითხს სჭირდება დაკვირვება.

7. საკუთარი თავის დაკარგვას მშვიდობის შესანარჩუნებლად - სასწორის ენერგიის ჩრდილოვანი მხარეა ზედმეტი კომპრომისი. მშვიდობა, რომელიც საკუთარი სურვილების მუდმივი დათმობის ფასად მიიღწევა, არ არის ნამდვილი ბალანსი.

აქედან გამომდინარე, ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა: ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ნამდვილად მინდა, თუ იმიტომ, რომ ამ წუთის ემოციური დაძაბულობა როგორმე დასრულდეს? თუ პასუხი მეორეა, ამ შემთხვევაში პაუზის აღება საუკეთესო გადაწყვეტილებაა და სწორედ ამიტომ, 10 ოქტომბრის მთავარი რჩევაა:

ნუ დაასრულებთ იმას, რაც უბრალოდ გადაფასებას ითხოვს და ნუ შეინარჩუნებ იმას, რასაც უკვე ცვლილება სჭირდება.