11-17 აგვისტოს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: შეფერხებები და დაბრკოლებები წარსულში რჩება

11-17 აგვისტოს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: შეფერხებები და დაბრკოლებები წარსულში რჩება

აგვისტოს ყველაზე ჰარმონიული კვირა დადგა, როცა პოზიტიური უფრო მეტია, ვიდრე ნეგატიური. ამ პერიოდის მთავარი მოვლენა ლომში მყოფი მერკურის რეტროგრადული სვლიდან გამოსვლაა. თუმცა, სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენაა სელენას გადასვლა ლომში ან ვენერასა და იუპიტერის შეერთება. ვნახოთ კონკრეტულად რა ასტროლოგიური კონფიგურაციები გველოდება 4-10 აგვისტოს პერიოდში და როგორ უნდა მოვიქცეთ.

11 აგვისტოს ლომში მყოფი მერკური გამოვა რეტროგრადული ფაზიდან და პირდაპირ მოძრაობას დაიწყებს. პროცესები აჩქარებულია, ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ამ დღიდან უკვე შეიძლება. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც რეტროგრადული ფაზის დროს წარმოქმნილი ნებისმიერი გაუგებრობა და კომუნიკაციის სირთულე გაირკვევა. შეფერხებები და დაბრკოლებები წარსულში რჩება, ხოლო აზრები და იდეები უფრო ნათელი ხდება. ელექტრონიკის, ავტომობილებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენაზე შეზღუდვები მოიხსნება. არ იქნება დაბრკოლებები ახალი ბიზნესის დასაწყებადაც. გარდა ამის, ახლა უკვე შეგიძლიათ გააფორმოთ ხელშეკრულებები, შეიძინოთ სამგზავრო ბილეთები, იმოგზაუროთ ან დაიწყოთ ახლის შესწავლა.

12 აგვისტოს ვენერასა და იუპიტერის შეერთებას აძლიერებს პირველი სიდიდის ფიქსირებული ვარსკვლავი - სირიუსი, რომელსაც უმაღლესი ძალებისგან სინათლე და კეთილგანწყობა მოაქვს. ურანი კი ჰარმონიულ ასპექტშია რეტროგრადულ სატურნთან. სიუხვის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის დღეა, როდესაც შესაძლებელია უჩვეულოდ სასიამოვნო მოვლენები მოხდეს თქვენს პირად ცხოვრებაში და ფინანსურ სფეროში. ეს კომბინაცია იძლევა იღბლის, შემოქმედებითი ენერგიისა და შთაგონების მოზღვავებას. არატრადიციული გადაწყვეტილებები გვათავისუფლებს ძველი შაბლონებისგან და აძლიერებს გრძელვადიან პროექტებსა და არსებულ სტრუქტურებს.

ასევე 12 აგვისტოს, სელენა (თეთრი მთვარე) 7 თვით გადავა ლომის ნიშანში , იწყება ჰარმონიული პერიოდი მათთვის, ვინც გულით, პატიოსნებითა და კეთილშობილებით ცხოვრობს. ეს ტრანზიტი გააძლიერებს ჩვენს კავშირს მაღალ იდეალებთან. სელენა ლომში შთაგვაგონებს ჭეშმარიტებისა და სულიერი ჰარმონიის ძიებას, რაც გავლენას მოახდენს ჩვენს უნარზე, ჩვენი მაგალითით გავანათოთ ჩვენ გარშემო არსებული სამყარო.

15 აგვისტოს მარსი ქმნის ჰარმონიულ სექსტილს მერკურისთან, რაც კარგ შესაძლებლობებს ქმნის აქტიური ქმედებებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს იდეების განვითარებას, ბიზნესის დაწყებას და ახალი პროექტების განხორციელებას. ამ დღეს შეგიძლიათ ელოდოთ კარგ შედეგს მოლაპარაკებებიდან , გაუმჯობესებული კომუნიკაციიდან და სწრაფი პროგრესისგან იმ საკითხებში, რომლებიც მოითხოვს მონდომებას და აქტივობას.

ბედნიერ კვირას გისურვებთ!