11-17 ივლისის ასტროლოგიური მოვლენები
კვირის მთავარი მოვლენაა სუპერსავსემთვარეობა, რომელიც 13 ივლისს გველოდება თხის რქის ზოდიაქოში, 22 გრადუსში, 22:37-ზე. სუპერსავსემთვარეობა ნიშნავს, რომ მთავრე იქნება ჩვეულ ზომაზე დიდი და კაშკაშა, რადგან მაქსიმალურად მოახლოებულია დედამიწასთან. ამ დღეს უცნაურობებს, განახლებებს ექნება ადგილი. იყავით ფრთხილი მატერიალური საკითხების მოგვარებისას. გამოავლინეთ მეტი პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, ქმედებისადმი.
11-17 ივლისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. საუკეთესო კვირაა საოჯახო საკითხების მოსაგვარებლას, ბინაში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, საბინაო პირობების გასაუმჯობესებლად. გამონახეთ დრო და ბავშვებთან ერთად გაემგზავრეთ ექსკურსიაზე, ლაშქრობაში.
კურო
მიხვდებით, რომ გარშემო მყოფები კეთილგანწყობილები არიან თქვენ მიმართ. მიიღებთ მათგან დახმარებას, მატერიალურსაც და მორალურსაც. კარგი კვირაა სწავლისთვის, ახალი ცოდნის მისაღებად. ჩაინიშნეთ ახალი იდეები, სამომავლო გეგმა, რათა საქმების სიმრავლეში არაფერი გამოგრჩეთ.
ტყუპი
პარალელურად რამდენიმე საკითხზე მოგიწევთ მუშაობა. იოლად მოაგვარებთ ფინანსურ საკითხებს. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და შეძლებთ იმ ნივთების შეძენას, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ. კარგი იქნება, თუ ფულს დააბანდებთ საიუველირო, ესთეტიკურ ნივთებში. გაიხალისეთ ცხოვრება ლამაზი ნივთებით.
კირჩხიბი
გახშირდება საქმიანი და მეგობრული შეხვედრები. მოგეცემათ თქვენი შესაძლებლობის გამოვლენის საშუალება. იყავით მომართული კარიერულ წინსვლაზე, ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე. შეიცვალეთ გარემო, ჩაცმის სტილი, ვარცხნილობა.
ლომი
მოგინდებათ საკუთარ თავში, სურვილებში გარკვევა. გადახედეთ მთელი წლის მანძილზე შესრულებულ საქმეებს და გამოიტანეთ ობიექტური დასკვნები, გამოასწორეთ შეცდომები, მაგრამ ნუ დაუშვებთ ახლებს. კარგი კვირაა სულიერი პრაქტიკების შესასრულებლად. მაქსიმალურად შეამცირეთ თქვენ გარშემო ხმაური და ფორიაქი.
ქალწული
შთაბეჭდილებების დაგროვების, მეგობრებთან ერთად მხიარულების პერიოდი გაქვთ. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, ვისთან ერთადაცა ახალი იდეების განხორციელებას შეძლებთ. მარტოხელები სამეგობროში შეიძლება ახალ სიყვარულს შეხვდეთ. გირჩევთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ, თუ საზოგადოების წინაშე გიწევთ გამოსვლა, რეპუტაცია რომ არ შეგელახოთ.
სასწორი
გავლენიანი ადამიანების ყურადღებას მიიქცევთ, შეიძლება დაგაფინანსონ და თქვენი პროექტის განხორციელება შეძლოთ. მიიღებთ საინტერესო საქმიან შემოთავაზებას. გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. მოიმატებს თქვენდამი ინტერესი პროფესიულიც და საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისგანაც.
მორიელი
უამრავი საინტერესო თავგადასავალი გელოდებათ. განსაკუთრებით მათ, ვინც საზღვარგარეთ იმყოფებით ან ახალ აპირებთ გამგზავრებას. ამასთან, არ გირჩევთ დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას, გარისკვას. საუკეთესო პერიოდია გამოცდების ჩასაბარებლად, კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
მშვილდოსანი
სიახლეები და თავგადასავლები გსურთ. მოერიდეთ სარისკო ქმედებას, რაც ტრავმით შეიძლება დასრულდეს. დაწყვილებულების ცხოვრებაში მოიმატებს რომანტიკული ემოცების განცდის სურვილი, მარტოხელებს მოგინდებათ დაწყვილება. გირჩევთ, გარშემო მყოფებს სათქმელი დელიკატურად, დიპლომატიურად უთხრათ, ვიდრე პირდაპირ მიახალოთ.
თხის რქა
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან. იყავით დიპლომატიური და დაკვირვებული. მშვიდად მოისმინეთ გარშემო მყოფების სურვილები და გაითვალისწინეთ მათი მოსაზრება. იზრუნეთ ოჯახში ჰარმონიის შექმნაზე. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით რომანტიკული და მზრუნველი.
მერწყული
გაგიძაფრდებათ წესრიგისადმი სურვილი, - საქმეები, პირადი ნივთები და ურთიერთობებიც კი იდეალურად უნდა გქონდეთ დალაგებული. სიჯიუტის გამო ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ცხოველებთან შეხებას.
თევზები
ფანტაზიების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ. მოგინდებათ ექსპერიმენტების ჩატარება გარეგნობასთან, იმიჯთან დაკავშირებით. ბავშვები თავიანთი წარმატებით გაგახარებენ. თავად კი საყვარელი ადამიანის გახარებაზე უნდა იზრუნოთ. უქმეები ნათესავებთან ერთად ქალაქგარეთ გაატარეთ.