ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე თევზებშია
ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირებას. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობას, უცნობ ადამიანებთან კონტაქტს. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. მთვარის ეს დღე განქორწინებისთვისაც კი უიღბლოდ ითვლება.
ვერძი
დღის ნეგატიურ აზრებს, რომლებიც სიმშვიდეს დაგირღვევენ, აქტიური ქმედებებით უნდა ებრძოლოთ - და რაც მეტ რამეს დაგეგმავთ, მით უკეთესი.
კურო
უაზრო კომუნიკაცია - სატელეფონო ზარები და მიმოწერა - არანაირ სარგებელს არ მოგიტანთ, მაგრამ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. დაგეგმეთ დღე გონოვრულად.
ტყუპი
საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას ყველაზე მნიშვნელოვანია ემოციების შეკავება, დიდი ალბათობით, ისინიც ანალოგიურად გიპასუხებენ და ამით კონფლიქტს აიცილებთ.
კირჩხიბი
კამათის დროს შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა ძალიან ბევრი ცუდი გითხრათ - ნუ მიიტანთ მის სიტყვებს გულთან ახლოს, ემოციები ჩაცხრება და მშვიდად შეძლებთ სიტუაციის გარკვევას.
ლომი
შესაძლებელია, რომ უცნობმა პირმა სწრაფი და მარტივი ფულის გამომუშავება შემოგთავაზოთ. ნუ დათანხმდებით დაუფიქრებლად, სავარაუდოდ, ეს არც ისე მომგებიანი იქნება; საფრთხე და რეპუტაციის შელახვა კი შეიძლება მოგიტანოთ.
ქალწული
დღეს თავი უნდა აარიდოთ ნებისმიერ ფინანსურ ტრანზაქციას, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელოს: დიდი ალბათობით, შეცდომას დაუშვებთ, რაც თქვენს ბიზნესს საფრთხეს შეუქმნის.
სასწორი
თვითკრიტიკას უნდა მოერიდოთ. დღეს, სარგებლის ნაცვლად, ეს მხოლოდ ზიანს მოგიტანთ, უფრო სწორად, სერიოზულ დარტყმას მიაყენებთ საკუთარ თვითშეფასებას, ამიტომ უმჯობესია არ გარისკოთ.
მორიელი
ენერგოვამპირებს შეუძლიათ პროვოკაციების მოწყობა თქვენი რეაქციის მისაღებად - არ უნდა აჰყვეთ მათ. უმჯობესია უგულებელყოთ მათი აგრესიული თავდასხმები.
მშვილდოსანი
არ გაუზიაროთ თქვენი პროფესიული იდეები სხვებს. დაელოდეთ ხელსაყრელ დროს და თავად განახორციელეთ ისინი. აგრეთვე, მოერიდეთ საკუთარ გამარჯვებაზე ტრაბახს.
თხის რქა
ფაქტორების - როგორც დადებითის, ასევე უარყოფითის - ობიექტურად შეფასების შეუძლებლობის გამო, დღეს მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება არასწორი აღმოჩნდეს, ამიტომ უმჯობესია თავი შეიკავოთ.
მერწყული
თქვენს ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს წარსულიდან ადამიანი, რომელთანაც ოდესღაც ახლო ურთიერთობა გქონდათ: ნუ დაამყარებთ განსაკუთრებულ იმედებს ამ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ის არ გაამართლებს თქვენს მოლოდინს.
თევზები
აუცილებელი იქნება ხანდაზმული ნათესავებისადმი ყურადღების მიქცევა - დღეს მათ ეს უფრო მეტად დასჭირდებათ, ვიდრე ოდესმე, ამიტომ ნუ დაიშურებთ თქვენს დროსა და ფსიქიკურ ძალას მათთვის.