ავტორი:

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 21:43-ზე, მთვარე მერწყულშია

კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.

ვერძი: გვერდზე გადადეთ კომპიუტერი და მობილური და ეცადეთ, მთელი დღე სასიამოვნო საქმიანობას დაუთმოთ. ბავშვებთან ერთად გაერთოთ. საღამოს ოჯახური ვახშამი და მხიარულება გელოდებათ.

კურო: ყველა მნიშვნელოვანი საკითხი კარგად მოფიქრების შემდეგ გააჟღერეთ, მაგრამ დააკვირდით მოსაუბრეს, თუ არ სურთ თქვენ მოსმენა, გაეცალეთ. ნუ დახარჯავთ ძვირფას დროს.

ტყუპი: ახალი იდეების გავლენიან ადამიანებთან ერთად განიხილეთ. შეიძლება მიიღოთ დაფინანსება, გაგიუმჯობესდეთ მატერიალური მდგომარეობა, რაც საქმეების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი: ნუ ჩაერთვებით საქმეებში იმ ადამიანებთან ერთად, ვინც თქვენი აზრით, არასაიმედოდ გამოიყურება. ახლა უმჯობესია, საკუთარ პროექტებს მიხედოთ და მათ განვითარებაზე იფიქროთ.

ლომი: გაითვალისწინეთ, რომ ყველა თქვენნაირი ენერგიული არაა და არც თქვენსავით იბრძვის გამარჯვებისთვის. იყავით მომართული წინსვლაზე. მოერიდეთ საკუთარი პირადი ცხოვრების აფიშირებას.

ქალწული: მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას; თქვენთვის უსიამოვნო თემებზე საუბარს. სამსახურის სირთულეებს შინ ნუ მიიტანთ. არ გირჩევთ გვიანობამდე მუშაობას.

სასწორი: მიიღებთ საინტერესო ინფორმაციას, საბუთს; შეიძლება გაიგოთ ის, რისი გაგებაც დიდი ხანია გსურდათ. გაიცნობთ საინტერესო მოსაუბრეს, რომელიც საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებათ.

მორიელი: საქმიანი შეხვედრებისა და პროექტების განხილვის დღეა. შეიძლება საინტერესო იდეები დაგებადოთ და ჩაიწერეთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, მაგრამ მოერიდეთ ფულის ფლანგვას.

მშვილდოსანი: დღეს გაიგებთ, რამდენად ერთგული მეგობრები და პარტიორები გყავთ. ვის შეგიძლიათ მიმართოთ დახმარებისთვის. კარგი დღეა იურიდიული და მატერიალური საკითხების მოსაგვარებლად.

თხის რქა: მოერიდეთ ქარაფშუტა ადამიანებთან ურთიერთობას, საეჭვო საქმიანობაში ჩართვას, ან ფულის დაბანდებას. იყავით დიპლომატიური და რბილად დაიძვირნეთ თავი უხერხული სიტუაციიდან.

მერწყული: მეტად გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები. იყავით მომართული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე პარტნიორებთან, კლიენტებთან. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებას.

თევზები: მოერიდეთ გაურკვეველ სიტუაციებს. ზედმეტი ემოციების გარეშე გაერკვიეთ ჩახლართულ საქმეებში. ნუ გგონიათ, რომ ადამიანები იდეალურები არიან, იმედგაცრუებული დარჩებით.