11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იმოქმედოთ, რათა არ გაიფუჭოთ საქმეები და დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. განსაკუთრებით საყვარელ ადამიანთან. ზოგ შემთხვევაში სიჯიუტე უნდა დაივიწყოთ და დამობაზე წახვიდეთ. მოთმინებით აღიჭურვეთ და ეცადეთ, რთული სიტუაცია იუმორით განმუხტოთ.

ტყუპი

მაქსიმალურად შეიკავეთ თავი და ნუ გაამხელთ საკუთარ იდეებსა და გეგმებს. ნუ იტრაბახებთ მიღწევებით. შეიძლება არაკეთილმოსურნემ ისარგებლოს თქვენი ამაღლებული განწყობით და საქმეები გაგიფუჭოთ.

კირჩხიბი

კარგი დღეა სამსახურის საქმეების მოსაგვარებლად. ზოგიერთებს დაწინაურება, ხელფასის მომატება ელის. ზოგიც იმას მიიღებს, რაზეც დიდხანს ოცნებობდა.

ლომი

დაგეგმეთ ბიუჯეტი, აკონტროლეთ ხარჯები. კარგი დღეა კოლეგებთან შესახვედრად და ახალი იდეების განსახილველად. ყურადღებით მოუსმინეთ მოსაუბრეებს, მათგან ბევრ საჭირო ინფორმაციას მიიღებთ.

ქალწული

დილა ვარჯიშით, ენერგიულად დაიწყეთ. ნუ იმოქმედებთ მარტო: სამსახურის საქმეებში დახმარება კოლეგებს, საოჯახოში – ოჯახის წევრებს სთხოვეთ. კარგი დღეა ახალი იდეების რეალიზებისთვის.

სასწორი

სამსახურის საქმეებს პირად ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები დაჩრდილავს. დღეს შეიძლება ყოფილისგან საინტერესო და მოულოდნელი შეტყობინება მიიღოთ, რაც კარდინალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას.

მორიელი

მთელ დღეს საინტერესო ადამიანების გარემოცვაში გაატარებთ. ეცადეთ, დიპლომატიურად იმოქმედოთ, მაგრამ ამომწურავი პასუხები მიიღოთ თქვენთვის საინტერესო საკითხებზე. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მშვილდოსანი

კარგი დღეა ვაჭრობისთვის. შეიძლება ისეთი ნივთი შეიძინოთ, რომელზეც ოცნებობდით. აგრეთვე კარგი დღეა გარშემო მყოფებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

თხის რქა

დღეს თავჩაღუნულს მოგიწევთ მუშაობა: საბუთების გაფორმება, ანკეტების შევსება, სხვათა შესრულებული სამუშაოს გადამოწმება. ეცადეთ, მაქსიმალურად ყურადღებით იმოქმედოთ. შეცდომების გამოსწორების შანსი არ მოგეცემათ.

მერწყული

ხუმრობის ხასიათზე ხართ და ყველაზე უარყოფით მოვლენასაც კი იუმორში გაატარებთ. მაგრამ ეცადეთ, თქვენმა ხუმრობამ გარშემო მყოფებთან დამოკიდებულება არ გაგიფუჭოთ.

თევზები

დღეს უფროსი ან გავლენიანი პიროვნება თქვენით დაინტერესდება და გამორიცხული არაა, ახალი სამსახური ან თანამდებობა შემოგთავაზოთ. კარგად დაფიქრდით, უსაფუძვლო შიშის გამო კარიერულ წინსვლაზე უარს ნუ იტყვით.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით