11 აპრილს დაბადებული ადამიანები ყოველთვის ახერხებენ საყოველთაო ყურადღების ცენტრში ყოფნას

11 აპრილს დაბადებული ადამიანები ყოველთვის ახერხებენ საყოველთაო ყურადღების ცენტრში ყოფნას

აპრილის ყვავილი თოვლს ტეხავსო – ასე ამბობდნენ ძველად. აპრილში დაბადებული ადამიანებიც, ამ ყვავილის შესაბამისად ჯიუტი, პრინციპული და მიზანსწრაფული ხასიათით არიან გამორჩეულნი. ეს თვე ცეცხლოვანი ვერძისა და მიწის სტიქიის პირველი წარმომადგენლის – კუროს ზოდიაქოს ნიშნებს აერთიანებს. აპრილის ადამიანები, გასაოცარი გამძლეობითა და სიცოცხლის უნარიანობით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომაც შეადარეს ისინი აპრილის ყვავილს – მამაც ყოჩივარდას.

  • როგორია 11 აპრილს დაბადებული ადამიანი

11 აპრილს დაბადებული ადამიანები, ყოველთვის ახერხებენ საყოველთაო ყურადღების ცენტრში ყოფნას. მათ საკმაოდ ამბიციური და მტკიცე ხასიათი აქვთ, რომელსაც ოსტატურად ნიღბავენ დიპლომატიურობის ნიღბით, თუკი ასე მოქცევა მათ ინტერესებში შედის. თუმცა პერიოდულად, სიჯიუტე და უაზრო პრინციპების აყოლაც ახასიათებთ.