ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კუროში გადავა 19:53-ზე
თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდე ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე.
ვერძი
ისეთი იმპულსური ნიშნის წარმომადგენელმა, როგორიც თქვენ ხართ, ყოველთვის უნდა იფიქროთ იმაზე, რასაც ამბობთ, მაგრამ დღეს განსაკუთრებით: გაცხარებულმა შეიძლება ისეთი სიტყვები წარმოთქვათ, რამაც, რბილად რომ ვთქვათ, უსიამოვნო შედეგები გამოიწვიოს.
კურო
ძალზე მნიშვნელოვანია ეკონომიურად დახარჯოთ ენერგია, რომელსაც ვარსკვლავები დღეს მოგცემენ: ნუ დახარჯავთ მათ მცირე პრობლემების გადაჭრაზე. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
ტყუპი
არ უნდა ეკამათოთ საყვარელ ადამიანებს წვრილმანებზე, რომლებსაც ვერც ვერაფერს გააგებინებთ და ურთიერთობასაც გაიფუჭებთ. ზოგადად, რატომ შეურაცხყოფთ მათ, ვინც გიყვართ?
კირჩხიბი
მნიშვნელოვანი პროფესიული საკითხის გადაჭრისას, არ გაჩერდეთ შუა გზაზე, მაშინაც კი, თუ მოგეჩვენებათ, რომ შესვენება გჭირდებათ. თუ გაჩერდებით, სავარაუდოდ, ვეღარ შეძლებთ იმავე მაღალი ტემპის შენარჩუნებას.
ლომი
დღე ხელსაყრელია შოპინგისთვის. დღეს შეძენილი ნივთები იქნება მაღალი ხარისხის, ამიტომ დიდხანს და პრეტენზიების გარეშე მოგემსახურებათ.
ქალწული
ნებისმიერ სიტუაციაში, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა მოჰკითხოთ პასუხი. რა თქმა უნდა, შეგიძლია სხვას დააბრალოთ და დამშვიდდეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ გაიგებთ სად დაუშვით შეცდომა და რაც მთავარია, ვერ შეძლებთ დროულად გამოასწორეთ იგი.
სასწორი
ყველას არ უნდა უთხრათ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ: თუ არ გსურთ, რომ სხვამ განახორციელოს ისინი. შეინახეთ ისინი საიდუმლოდ - ყოველ შემთხვევაში, სანამ რეალობად აქცევით.
მორიელი
არ უნდა დახარჯოთ ენერგია საყვარელ ადამიანებთან საქმის დალაგებაზე - ეს ჩხუბის გარდა კარგს არაფერს მოგიტანთ, მაგრამ სერიოზული და მნიშვნელოვანი საქმის კეთება არამარტო შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც.
მშვილდოსანი
ყველა აქტივობიდან შეეცადეთ აირჩიოთ ის, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ: სასიამოვნო ემოციები, რომლებსაც შედეგად მიიღებთ, სასარგებლო გავლენას მოახდენს არა მხოლოდ თქვენს განწყობაზე, არამედ ზოგადად ცხოვრებაზე.
თხის რქა
ნუ იტყვით უარს შერიგებაზე იმ ადამიანთან, რომელმაც ცოტა ხნის წინ გაწყენინათ სიტყვით ან საქმით: სავარაუდოდ, მან გააცნობიერა თავისი შეცდომა და ახლა სურს გულწრფელი ბოდიშის მოხდა - მიეცით მას მეორე შანსი.
მერწყული
აქტიური ქმედებები დღეს არამარტო არ მოიტანს მოსალოდნელ შედეგს, არამედ შეიძლება "იმუშაოს" საპირისპიროდ, ამიტომ, რა თქმა უნდა, თუ ეს შესაძლებელია, უმჯობესია თავიდან აიცილოთ ისინი, დრო დაუთმოთ დასვენებას.
თევზები
უმჯობესია დღეს უარი არ თქვათ რომანტიკულ პაემნებზე. საყვარელ ადამიანთან ურთიერთგაგების ნაკლებობა გამოიწვევს ჩხუბს, რომელიც დიდხანს გაგრძელდება - მისგან მალე გამოსვლა შეუძლებელი იქნება და დიდი ძალისხმევა მოგიწევთ.