კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 19:14-ზე, მთვარე კირჩხიბშია
საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. არ გირჩევთ ტყუილის თქმას, წუწუნს. არ გადატვირთოთ კუჭი.
ვერძი
ენერგეტიკა დღეს მაღალ დონეზე იქნება და ცვლილებების სურვილი გექნებათ. შეგიძლიათ სამოგზაუროდ წასვლა, საინტერესო ბიზნესის წამოწყება. კარგი იქნება სუფთა ჰაერზე გასეირნება.
კურო
დღეს უმჯობესია არ გამოიჩინოთ სიჯიუტე და ყველაფერში ეძებოთ კომპრომისები. რაც უფრო მეტად დათმობთ, მით უფრო სწრაფად მიაღწევთ მიზანს.
ტყუპი
გააკეთეთ ის, რაც წარმატებას მოგიტანთ. შეიძლება მანქანა ან საყოფაცხოვრებო ტექნიკა გაფუჭდეს და დიდი თანხის დახარჯვა მოგიწევთ რემონტზე.
კირჩხიბი
არ დაიზაროთ და შესრულებული საქმეები ორჯერ გადაამოწმეთ, შეცდომის დაშვების ალბათობა დიდია. დღევანდელი შეხვედრა სიხარულს და სასიამოვნო მოგიტანთ.
ლომი
დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რომ ყველა საქმე დროულად დაასრულოთ. იყავით მომთმენი და დაანახვეთ გარშემო მყოფებს თქვენი საუკეთესო თვისებები.
ქალწული
დაკვირვებული იყავით ფინანსებთან, რათა თავიდან აიცილოთ დიდი ხარჯები ან ზარალი. გამოთვალეთ თქვენი შესაძლებლობები, ნუ გადააჭარბებთ საკუთარ თავს.
სასწორი
დატვირთული დღე გელოდებათ. იქნება ბევრი საუბარი და შეხვედრა. მოგიწევთ სხვისი პრობლემების მოგვარება. არ დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც გეუბნებიან.
მორიელი
დაღლილობა და ნერვული დაძაბულობა გაწუხებთ. ეცადეთ, არ გაბრაზდეთ წვრილმანებზე. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.
მშვილდოსანი
ნუ ელით დახმარებას სხვებისგან, დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ ძალებს. საკმარისი ენერგია გაქვთ და პრობლემებს მარტო გაუმკლავდებით.
თხის რქა
დაისახეთ პრიორიტეტები, აირჩიეთ ყველაზე მნიშვნელოვანი და გააკეთეთ მხოლოდ ის. ნუ დაკარგავთ დროს და ენერგიას ტყუილად.
მერწყული
დასუსტებულმა იმუნურმა სისტემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს კეთილდღეობაზე. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა გეგმის შეცვლა მოგიწევთ. შესაძლოა სამსახურში დაწინაურება შემოგთავაზონ.
თევზები
გელით ცვლილებები, მზად იყავით დროულად ჩაერთოთ მიმდინარე მოვლენებში. შეიძლება იგრძნოთ ზეწოლას ახლობლებისგან. მტკიცედ დაიცავით თქვენი პოზიცია.