11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

წარმატებისკენ სწრაფვის გამო ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას ხალხთან, ჯანმრთელობას; ნუ დაუშვებთ შეცდომებს. დაიხმარეთ გარშემო მყოფები. კარგია ჰობისა და გასართობისთვის მასალისა შეძენა, ახალი იდეების განხილვა.

ტყუპი

ახალი საქმეები კოლეგებთან ერთად განიხილეთ, მაგრამ მოერიდეთ კონფლიქტს. კარგი პერიოდია პოზიციის გასამყარებლად, ახალი თანამდებობაზე საფიქრელად. მეტად უნდა განვითარდეთ. კარგია სწავლა, ცოდნის გაღრმავება.

კირჩხიბი

საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობა პირნათლად შეასრულეთ. მნიშვნელოვანი საკითხები კოლეგებთან ერთად განიხილეთ. იყავით საქმის კურსში, არაფერი გამოგრჩეთ. საღამოს კარგი აქტიური დასვენება და სპორტი.

ლომი

თქვენს ახალ იდეებსა და ინიციატივას გარშემო მყოფები დადებითად შეაფასებენ და მხარდაჭერასაც შემოგთავაზებენ. საქმეების შესრულებისას ნუ აჩქარდებით. მოერიდეთ ავანტიურას. ყველაფერი მშვიდად, რამდენიმე დღის განმავლობაში, მოგვარდება.

ქალწული

დღის განმავლობაში ყურადღება მიაქციეთ ახალ ამბებს. მოსალოდნელია საქმიანი შეხვედრები და მნიშვნელოვანი ზარები. აკონტროლეთ პარტნიორები. საღამოს მშობლებს შეეხმიანეთ. ფიზიკური აქტივობა მეტ ენერგიას შეგმატებთ.

სასწორი

საკუთარ თავზე წინ გარშემო მყოფთა ინტერესები უნდა დააყეოთ, მათ სასიკეთოთ იმოქმედოთ. ამიტომ, საქმეებში დილიდან უნდა ჩაერთოთ. მეტად იაქტიურეთ თათბირებისა და საქმეების განხილვის დროს. საღამოს მეგობრებს შეხვდით.

მორიელი

რაც უფრო მეტად შეაქებთ და წაახალისებთ კოლეგებს, მით მეტ სარგებელს მოგიტანენ ისინი თქვენ. მოერიდეთ კრიტიკასა და პრობლემების სახალხო გარჩევებს. კოლეგებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. საღამოს საყიდლებისთვის გამონახეთ დრო.

მშვილდოსანი

ენერგიული ხართ და დღეს თქვენთვის შეუძლებელი არაფერია. კარგი დღეა სარეკლამო აქციებისთვის, პრეზენტაციებისა და ფიზიკური აქტივობისთვის. პირად ცხოვრებაში, საკუთარი კეთილდღეობისთვის მეტად გამოიჩინეთ ინიციატივა.

თხის რქა

მეტად იაქტიურეთ, დაისახეთ ახალი იდეები, განიხილეთ გეგმები. კარგი დღეა დასვენებისა და გართობისთვის. საოჯახო საქმეებში ოჯახის წევრებიც აქტიურად ჩართეთ. კარგი დღეა პროდუქტებისა და საჩუქრების საყიდლად.

მერწყული

ნუ ჩაერთვებით კამათში. უმჯობესია, შექმნილი სიტუაციიდან ორიგინალური გამოსავალი მონახოთ. ეცადეთ. იყოთ საქმის კურსში და არც ერთი მოვლენა არ გამოგრჩეთ.

თევზები

კარგი დღეა სწავლისათვის, საჭირბოროტო საკითხებში გასარკვევად. მუშაობის პროცესში ახალი იდეები გაგიჩნდებათ. ზოგიერთი ფულად ჯილდოს ან საჩუქარს მიიღებს. საღამოს პაემანი, მეგობრებთან შეხვედრა დანიშნეთ. შესაძლოა, თქვენ უმასპინძლოთ სტუმრებს.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით