კურო
მოერიდეთ კამათს ახლობლებთან. მათ მიმართ მეტად ყურადღებიანი და მომთმენი უნდა იყოთ.
ტყუპი
კარგი დღეა ახალი ნაცნობობისთვის, სასიყვარულო და მეგობრული კავშირების გასაუმჯობესებლად. ზოგიერს საღამოს შეიძლება ნათესავები ეწვიონ.
კირჩხიბი
ნუ გაართულებთ ურთიერთობას უხუცეს ნათესავებთან. ეცადეთ, ყველაფერი იუმორში გაატაროთ, მაგრამ რჩევები მაინც გაითვალისწინოთ. მეტად დაისვენეთ და გამოიძინეთ.
ლომი
მოერიდეთ ფიზიკურ აქტივობას. ეს დღე დასვენებას, ძალების აღდგენას დაუთმეთ, გაისეირნეთ ბუნებაში და ნუ იკამათებთ ოჯახის წევრებთან.
ქალწული
გარშემო მყოფებში ავტორიტეტს აიმაღლებთ. თქვენს აზრს დღე განსაკუთრებლი ფასი დაედება. კარგი დღეა ან სასიამოვნო შეხვედრისთვის, ან საყვარელი ადამიანისთვის რომანტიკული საღამოს მოსაწყობად.
სასწორი
მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას. მოსალოდნელია ტრავმები, ნერვიულობა და ქრონიკული დაავადებების გამწვავება. დასვენება და სუფთა ჰაერზე გასეირნება არ გაწყენდათ.
მორიელი
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხების მოგვარებას. ზოგს ოჯახში მატება ელის, ზოგს – სტუმრიანობა. ეცადეთ, ნათესავებს თბილი, მხიარული საღამო მოუწყოთ.
მშვილდოსანი
დღე დატვირთული იქნება საინტერესო შეხვედრებით. ქალ მშვილდოსნებს პირად ცხოვრებაში გაუმართლებთ. ბავშვები და ნათესავები თქვენგან მეტ ყურადღებასა და მზრუნველობას მოითხოვენ.
თხის რქა
რაც უფრო მიზანსწრაფული და ყურადღებიანი იქნებით, მით მეტად გაგიმართლებთ. აგრეთვე, ნუ დაივიწყებთ ღიმილსა და კეთილგანწყობას გარშემო მყოფების მიმართ.
მერწყული
რამდენიმე პრობლემის, საქმის ერთდროულად მოგვარება მოგიწევთ. მაქსიმალური ყურადღება გმართებთ. მოერიდეთ შურიან და აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობას.
თევზები
კარგი დღეა წარსულის გასაანალიზებლად და სამომავლო გეგმების დასაწყობად. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.