11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოერიდეთ უარყოფითი ემოციების გამოხატვას. საბედისწერო ნაცნობობა გელით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან. შესაძლოა, რომანტიკის გამო ხარჯმა მოიმატოს.

კურო

სამსახურში შეიქმენით კარგი რეპუტაცია, მაგრამ საქმიან პარტნიორზე ნუ გახდებით დამოკიდებული. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.

ტყუპი

მოერიდეთ კარდინალურ ცვლილებებს. ნუ გახდებით სხვისი ილუზიების მსხვერპლი. მეტი დრო დაუთმეთ რუტინული საქმეების მოგვარებას.

კირჩხიბი

თქვენი შესაძლებლობები დაფასდება. მეტად გამოავლინეთ ნიჭი მუსიკის, კულინარიის სფეროში. სიყვარულს ისე შეხედეთ, როგორც ხელოვნებას. ბავშვების მიმართ მეტად მოსიყვარულე უნდა იყოთ.

ლომი

ნუ გაჯიუტდებით, გარშემო მყოფების სურვილების გათვალისწინებით იმოქმედეთ. მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას. მოიმატებს თქვენი მიჯაჭვულობა ოჯახის წევრებთან.

ქალწული

ნუ ააგებთ ოცნების კოშკებს. რეალისტურად შეხედეთ სიტუაციას. შეიძლება ცოდნის გაღრმავების, ახლის შესწავლის სურვილი გაგიჩნდეთ. თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ქალბატონები.

სასწორი

გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება მიიღოთ პრემია, დაიბრუნოთ ძველი ვალი. დღეს ინტუიციურად მიხვდებით რა გჭირდებათ განვითარებისთვის, სულიერი სიმშვიდისთვის.

მორიელი

მაქსიმალურად დიპლომატიური და რბილი უნდა იყოთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას. ადვილად მოხიბლავთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს.

მშვილდოსანი

მეტად მიეჯაჭვებით საყვარელ ადამიანს. შეიძლება გაგიმძაფრდეთ ლტოლვა სიზარმაცისა და ინტრიგებისადმი; მოიმატოს კვებითმა და სექსუალურმა მადამ. გაფრთხილდით რათა არ იჩინოს თავი ფსიქოლოგიურმა დამოკიდებულებამ და ქრონიკულმა დაავადებებმა.

თხის რქა

მეგობრული ნაცნობობა შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს რომანში. თუმცა, ახალი ემოციები ნუ ამოგაგდებთ სამუშაო რეჟიმიდან, დაასრულეთ დაწყებული პროექტები.

მერწყული

მოაგვარეთ ფინანსური საკითხები და თუ დაგჭირდებათ, მცოდნე და ერთგული ადამიანი დაიხმარეთ. გაგიუმჯობესდებათ განწყობა, ჯანმრთელობა. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს.

თევზები

შემოქმედებითი ნიშანი იდეების განხორციელებას შეძლებს; რომანტიკული პირად ურთიერთობებს გაიუმჯობესებს. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება დახმარება საზღვარგარეთიდან მიიღოთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით