ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 22:09-ზე, მთვარე ქალწულშია
ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს.
ვერძი
მოულოდნელად წარმოშობილი პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. საკმარისი ენერგია გაქვთ და ყველა საკითხის წარმატებით მოგვარებას შეძლებთ. მიიღებთ მნიშვნელოვან სიახლეებს, რომლებიც გავლენას მოახდენს თქვენს სამომავლო გეგმებზე.
კურო
დილიდანვე თავდაუზოგავად ჩაეშვება მუშაობაში. მაშინაც კი, თუ სწრაფად მუშაობთ, კარგად ახერხებთ რთული საკითხების გადაჭრას და შეცდომების თავიდან აცილებას. საღამოსკენ განწყობა შესამჩნევად გაუმჯობესდებათ მხიარული შეხვედრების ან პაემნების მოლოდინში. კარგი დროა ახალი ცოდნის მისაღებად, უცხო ენების შესასწავლად.
ტყუპი
ასაკით უფროს ადამიანებთან ურთიერთობა წარმატებული იქნება. ისინი მოგცემენ სასარგებლო რჩევებს, მხარს დაგიჭერენ რთულ მომენტში. მუშაობის დროს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს წვრილმანებსა და დეტალებს.
კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა, ბევრი დადებითი მომენტი იქნება. შეიძლება ახლობლებმა ვერ შეასრულონ ყველაფერი დაგეგმილი, მაგრამ ეს არ გაგიფუჭებთ განწყობას. მეგობრებისგან მოისმენთ მაცდურ შეთავაზებას, რომლის განხილვაც ღირს. საღამოს საინტერესო ნაცნობობა გელოდებთა.
ლომი
თუ მშვიდი განწყობის შენარჩუნებას შეძლებთ, ყველა პრობლემას სწრაფად გადაწყვეტთ. დღის განმავლობაში პატარა გაუგებრობები განწყობას ვერ გაგიფუჭებთ. მოგიწევთ ბევრი დრო დაუთმოთ სხვებს, მოაგვაროთ მათი საკითხები. თქვენ შეძლებთ შთაბეჭდილების მოხდენას საჭირო ადამიანზე.
ქალწული
უამრავი ვალდებულება გამოგიჩნდებათ. ეცადეთ, არაფერი აგერიოთ და არ დაივიწყოთ. ზედმეტი არ იქნება გამოცდილი და მცოდნე ადამიანებისგან დახმარების თხოვნა. დროულად მიდით საქმიან შეხვედრებზე: დაგვიანებამ შეიძლება ზედმეტი პრობლემები შეგიქმნათ. შესაძლებელია მოულოდნელი შემოსავლის მიღება.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ დაგეგმოთ ახალი საქმეები, დაასრულოთ დაწყებულები და გადაჭრათ ყველაზე რთული ამოცანები. პირადი ურთიერთობები ჰარმონიულად ვითარდება. ნუ ისაუბრებთ საყვარელ ადამიანებთან ძველ წყენებზე, რათა თავიდან აიცილოთ ახალი კონფლიქტი.
მორიელი
ჯობია თავი შეიკავოთ ძალიან მაღალი საქმიანი აქტივობისგან. გჭირდებათ ენერგიის დაზოგვა. უჯობესია მარტო იყოთ, იფიქროთ თქვენს სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე. ყურადღება მიაქციეთ შეგრძნებებს.
მშვილდოსანი
გამძლეობისა და შეუპოვრობის გამოვლენით შეგიძლიათ მიაღწიოთ შესანიშნავ შედეგებს. კარგი დროა მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის მისაღებად ან დიდი ხნის წინ დაწყებული საქმეების საბოლოოდ მოსაგვარებლად. დიპლომატიურად დაიცავით თქვენი თვალსაზრისი.
თხის რქა
სამსახურში ყველაფერი დაგეგმილი შესრულდება და ძირითადი საკითხებიც წარმატებით მოგვარდება. შესაძლოა, მიიღოთ საინტერესო სამუშაოს ან პარტნიორობის შეთავაზება. ახალი ცოდნა ან უნარები მალე გამოგადგებათ.
მერწყული
დღე არახელსაყრელი და დაძაბულია. არ არის გამორიცხული სამუშაო ადგილზე შეცდომები და კონფლიქტები კოლეგებთან. რთული იქნება სიმშვიდისა და ემოციური წონასწორობის შენარჩუნება. დღეს სასარგებლოა უფრო მეტი ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან: ისინი დაგეხმარებიან დამშვიდებაში და სასარგებლო რჩევების მიცემაში.
თევზები
შესაფერისი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად და დიდი პროექტების ორგანიზებისთვის. იქნებით ყურადღებიანი, რაც დაგეხმარებათ შეცდომების თავიდან აცილებაში და საუკეთესო შედეგის მიღებაში. ბიზნეს პარტნიორებთან არაფორმალური კომუნიკაცია სასარგებლო იქნება და ხელს შეუწყობს შემდგომი ურთიერთსასარგებლო სამუშაოების შეთანხმებას.