კურო
კარგი დღეა დოკუმენტების გასაფორმებლად და საქმიანი საუბრებისთვის. საღამოს მეგობრებთან შეხვედრა, ახალი ნაცნობობა გელით. გაუფრთხილდით ფულს, მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.
ტყუპი
დილით კარგია სერიოზული საქმეების მოგვარება. საღამოს ახალ მეგობრებს გაიჩენთ. განსაკუთრებით მაისში დაბადებული ტყუპი. ყურადღებით იყავით, საინტერესო საქმიანობის მიღმა ტყუილში არ ჩაგითრიონ.
კირჩხიბი
დილით ინფორმაციის ნაკადში სათქვენო შეარჩიეთ. მოაგვარეთ წინა დღეების პრობლემები. დღის მეორე ნახევარი განათლებას, მოგზაურობას დაუთმეთ. ქსელში შეიძლება თქვენთვის სასარგებლო ჯგუფს ან გასართობს მიაგნოთ.
ლომი
მეტი ყურადღება მიაქციეთ მატერიალურ საკითხებს. დარწმუნდით, რომ თქვენს ფინანსურ მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. ბევრ ლომს დღეს ონლაინ მიმოწერა გაიტაცებს, მაგრამ მოერიდეთ მატყუარებსა და აფერისტებს.
ქალწული
გრანდიოზულ გეგმებს ნუ დაისახავთ, განსაკუთრებით გაფრთხილდით, თუ დახმარებას საეჭვო პირები, კომპანიები გთავაზობენ. მეგობრებისგან კარგი თვისებები გადაიღეთ და არა ცუდი.
სასწორი
გადახედეთ საქმეებს, გამოასწორეთ შეცდომები. საღამოს ონლაინ ურთიერთობა, მოგზაურობის ან ახალი საქმიანობის დაგეგმვისას ყურადღებით იყავით, არ მოტყუვდეთ, თაღლითების მსხვერპლი არ გახდეთ.
მორიელი
ნუ დაძაბავთ ურთიერთობას პარტნიორთან, ნუ გაებუტებით. უფრო მეტიც, გაერკვიეთ სიტუაციაში. მეტი დრო გაატარეთ კოლეგებთან და თანამოაზრეებთან ერთად. მათი უკეთ გაცნობა სამომავლოდ თანამშრომლობას გაგიუმჯობესებთ.
მშვილდოსანი
დილა შეცდომების ძიება–გამოსწორებას, საყიდლებს დაუთმეთ. საღამოს ახალი ნაცნობობა, ინტერესთა სფეროს გაფართოება გელით. ეცადეთ, პირადი ცხოვრება საეჭვო პირებს არ გადაუშალოთ.
თხის რქა
სერიოზული საქმეები, საუბრები დღის პირველ ნაწილში მოამთავრეთ. საღამოს მოსალოდნელია გეგმების ცვლილება. ყურადღებით იყავით, ისეთ საქმიანობაზე არ დაგითანხმონ, რაც თქვენთვის მიუღებელია.
მერწყული
დღის პირველ ნახევარში დაძაბული მუშაობა გელით, მაგრამ შუადღის შემდეგ სიტუაცია შეცვლება, თავს უფრო ლაღად იგრძნობთ. გაგიმძაფრდებათ შემოქმედებითი ფანტაზია. საღამოს რომანტიკულ განწყობაზე დადგებით. კარგი პერიოდია მეგობრებთან შეხვედრისთვის, პაემნისა და სიურპრიზებისთვის. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს, განსაკუთრებით ფულზე.
თევზები
დაასრულეთ დაწყებული საქმეები. გამოასწორეთ საქმეებში დაშვებული შეცდომები. საღამოს მოერიდეთ შეცდომების დაშვებას საოჯახო საქმეებში, ახლობლებთან ურთიერთობისას. დღეს გულს ნურავის გადაუშლით.