11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, გარშემო მყოფებთან კომუნიკაცია უნდა შეზღუდოთ

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, გარშემო მყოფებთან კომუნიკაცია უნდა შეზღუდოთ

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.

ვერძი

უმჯობესია საქმიანი მოლაპარაკებები სხვა დღისთვის გადადოთ, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, ისინი არაფორმალურ გარემოში უნდა ჩატარდეს - ასე პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვა გაგიადვილდებათ.

კურო

თავი უნდა აარიდოთ ნებისმიერ ფიზიკურ აქტივობას - სპორტით დაწყებული მძიმე ნივთების ტარებით დამთავრებული, დაჭიმულობისა და დაზიანებების რისკი ძალიან მაღალია.

ტყუპი

ცვალებადი განწყობა, რომელიც თქვენთვის დამახასიათებელია ნებისმიერ სხვა დღეს, დღეს პიკს მიაღწევს - კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, გარშემო მყოფებთან კომუნიკაცია უნდა შეზღუდოთ.

კირჩხიბი

ცუდი განწყობას იდეალურად შეიძლება უმკურნალოთ ისეთი აქტივობებით, რომლებიც გარანტირებულად მოგიტანთ სიამოვნებას - დასვენება, თავის მოვლა, ჰობი და საყვარელი წიგნების კითხვა.

ლომი

დღეს სამსახურში არაფერი გამოგივათ, ამიტომ პირველივე შესაძლებლობისთანავე უნდა დაისვენოთ და დრო დაუთმოთ საკუთარ თავს ან სახლს - რასაც სჭირდება მოვლა და ყურადღება.

ქალწული

დღე, როდესაც პროფესიული იდეები დიდი რაოდენობით მოგივათ თავში, რომლებსაც სამართლიანად შეიძლება ბრწყინვალე ვუწოდოთ - მთავარია, გქონდეთ დრო, რომ ჩაიწეროთ ისინი, რათა არ დაგავიწყდეთ.

სასწორი

ახალი პროექტების განსახორციელებლად საუკეთესო დღე არ არის - ყველაფერი არასწორად წავა და მოგიწევთ თავდაპირველი გეგმის მიტოვება, უმჯობესია, უკვე დაწყებული, მაგრამ დაუმთავრებელი საქმე გაიხსენოთ.

მორიელი

დღეს, თქვენს გარდა არავინ გააკეთებს თქვენთვის იმას, რაც გსურთ ან გჭირდებათ - ეს ის დღეა, როდესაც ადამიანს შეუძლია - და უნდა - თავად გახდეს ჯადოქარი: ოცნებობთ დასვენებაზე? თავად მოიწყვეთ.

მშვილდოსანი

ახალ პროექტზე მუშაობა, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდით, მაგრამ არ იცოდით, როგორ მიუდგეთ მას, დღეს განსაკუთრებულ სირთულეებს არ შეგიქმნით, ყველაზე მნიშვნელოვანი ხომ დაწყებაა.

თხის რქა

დღეს სავსემთვარეობა გველოდება თქვენს ნიშანში. ეს არის ახალი ეტაპის დასაწყისი თქვენს ცხოვრებაში. დაფიქრდით, რა გსურთ და თქვენი გონივრულობა გამოიყენეთ. დღესაც, როგორც ყოველთვის, ემოციები უნდა აკონტროლოთ.

მერწყული

მათ, ვინც დიდი ხანია გეგმავს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის ფორმალიზებას, ვურჩევთ ამის გაკეთებას დღეს - ოჯახური ცხოვრება ხანგრძლივი და ბედნიერი იქნება, ამიტომ ნუ დააყოვნებთ.

თევზები

მაშინაც კი, თუ სასწრაფო საქმეები თქვენს ყურადღებას მოითხოვს, იპოვეთ შესაძლებლობა, რომ ისინი სხვა დროისთვის გადადოთ და ცოტა დაისვენოთ, რადგან თქვენი ფიზიკური და მორალური ძალები ზღვარზეა.