11 ივლისი ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:25-ზე, მთვარე მშვილდოსანშია
ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადატვირთოთ კუჭი. არ მიირთვათ ცხიმიანი საკვები.
ვერძი: ჯერ დაგროვილი საქმეები მოაგვარეთ და ახალი ვალდებულებების შესრულებას მერე შეუდექით. მოიმატებს ენერგიულობა და ყველა შანსი გაქვთ წარმატების მისაღწევად.
კურო: მოულოდნელობებით აღსავსე დღე გელოდებათ. აქტიურად ჩაერთეთ საქმეებში. უმნიშვნელო დეტალის გადამოწმება დაგიცავთ უსიამოვნებისგან. არავის არაფერს დაპირდეთ.
ტყუპი: აქტიური და ვალდებულებებით დატვირთული დილა გელოდებათ. ნუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეებს. ახალი პარტნიორი ენთუზიაზმით აგავსებთ და იდეების განხორციელებაშიც დაგეხმარებათ.
კირჩხიბი: დილას არაფერი მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ. მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულეთ. დააკვირდით გარშემო მყოფების ქცევას თქვენდამი. საღამო საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.
ლომი: ნუ ჩაერთვებით საეჭვო საქმიანობაში, არ გირჩევთ იმ ჯგუფში ყოფნას, სადაც თქვენს ინტერესებს არ ითვალისწინებენ. საღამოს სასიყვარულო თავგადასავალი გელოდებათ.
ქალწულიკარგი დღე ახალი და ორიგინალური იდეების განსახორციელებლად. იყავით მიზანმიმართული, ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმეთ საზღვარგარეთ გამგზავრება, დასვენება.
სასწორი: ახალი შესაძლებლობების, მდგომარეობის გაუმჯობესების დღე გელოდებათ. იყავით დაკვირვებული და წესების გათვალისწინებით იმოქმედეთ. საღამოს არაფერი დაგეგმოთ, მოულოდნელობები გელოდებათ.
მორიელიდილა მშვიდი, ყოველდღიური საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. უცხო კულტურის ან ქვეყნის მიმართ გაგიჩნდებათ ინტერესი. შეიძლება საზღვარგარეთ საქმიანი კავშირი გააბათ ან სასიყვარულო.
მშვილდოსანი: საინტერესო მოვლენებით აღსავსე დღე გელოდებათ. ახალ გარემოში, სიტუაციაში აღმოჩნდებით და უნდა ეცადოთ, გაითვალისწინოთ ახალი მოთხოვნები, პირობები. არ გირჩევთ ფულის გამო უსიამოვნებებში გახვევას.
თხის რქა: ყველა საქმეს იოლად გაუმკლავდებით. შეიძლება ახალი ვალდებულებები დაგემატოთ სახლში ან სამსახურში. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ, ჩაერთეთ მათთან ერთად ინტელექტუალურ თამაშებში.
მერწყული: გადაღლილი ხართ და კარიერული წინსვლა და გავლენიან ადამიანებთან საქმიანი შეხვედრაც კი აღარ მოგანიჭებთ სიამოვნებას. რომანტიკული და უჩვეულო საღამო გელოდებათ.
თევზები: გარშემო მყოფებისთვის გასაგებად ილაპარაკეთ. დაფიქრდით, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად, რა უნდა გამოასწოროთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, იყავით მზრუნველი.