11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და ის, რაც ადრე რთულად შესასრულებელი გეგონათ, მარტივად და საკმაოდ წარმატებულადაც მოგვარდება. წარმატებისკენ შეიძლება პატარა, მაგრამ მყარი ნაბიჯებით მიიწევთ.

ტყუპი

კარგი დღეა სხვადასხვა შეხვედრისა და აზრთა გაცვლისთვის; აგრეთვე ფსიქოლოგიური ტრენინგებისა და საკუთარი ინტელექტის გამოვლინებისთვის.

კირჩხიბი

კარგი დღეა პირადი საკითხების მოსაგვრებლად. თუ უფრო გაბედულად იმოქმედებთ, უფრო უკეთესი იქნება. არც კარიერული საქმეების მოგვარება გაგჭირდებათ.

ლომი

ახლის სწავლის, ცოდნის გაღრმავების სურვილი თუ გაქვთ, ნუღარ დააყოვნებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. საჭიროების შემთხვევაში ალალბედზე ნუ იმოქმედებთ, რჩევა სპეციალისტებს ჰკითხეთ.

ქალწული

კარგი დღეა ბინის, ოფისის დასალაგებლად. ძველი ნივთებისგან უნდა გათავისუფლდეთ. თუ ზოგიერთი ნივთის გადაგდება გენანებათ, გააჩუქეთ, გადაახალისეთ. აგრეთვე კარგი დღეა ძველი, არაფრისმომცემი კონტაქტების გასაწყვეტათ.

სასწორი

არასასურველი დღეა უფროსთან შესახვედრად, ახალი საქმეების განსახილველად და უფრო მეტიც, ხელფასის მომატებაზე სასაუბროდ. მაქსიმალურად მშვიდად განვლეთ ეს დღე. დაასრულეთ დაწყებული საქმეები.

მორიელი

ზედმეტად მგრძნობიარე ხართ და ეცადეთ, თქვენი ამ მდგომარეობით ბოროტად არავინ ისარგებლოს. მოერიდეთ ძვირად ღირებულ საყიდლებს, ნუ დაუჯერებთ სარეკლამო განცხადებებს. არ გასცეთ ფული ვალში.

მშვილდოსანი

მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები და დაასრულეთ დაწყებული პროექტები. აგრეთვე მოერიდეთ ჭორებს. შეეხმიანეთ მეგობრებს და დაგეგმეთ უქმეები.

თხის რქა

ნუ შეგეშინდებათ კრიტიკის და შენიშვნების. პირიქით, გაითვალისწინეთ ისინი, რათა მომავალში უფრო გაბედულად იმოქმედოთ.

მერწყული

რთული დღეა იმ თვალსაზრისით, რომ დახმარებაზე შეიძლება ყველამ უარი გითხრათ და ყველაფრის გაკეთება დამოუკიდებლად მოგიწიოთ. მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოთ, რათა არაფერი გამოგრჩეთ.

თევზები

ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში; გაისეირნეთ, დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. ახალი, მოულოდნელი ნაცნობობა კი შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით