ივლისი ე.წ. სამეფო თვის სიმბოლიკითაც ხასიათდება. ივლისის თავდაპირველ სახელწოდებად, ქუინტილუს Quintilis (ლათ. quintus – «ხუთი») იყო მიჩნეული. თუმცა უკვე ჩვ. წელთაღრიცხვამდე 45 წელს, ოქტავიანე ავგუსტუსის ინიციატივით ამ თვეს სახელი შეეცვალა და იწოდა ივლისად, ოქტავიანეს წინამორბედის – რომის იმპერატორ იულიუს ცეზარის პატივსაცემად, რომელიც სწორედ ამ თვეში გახლდათ დაბადებული. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ივლისი ორ ზოდიაქოს ნიშანს – კირჩხიბსა და ლომს აერთიანებს, ორივე მათგანი კი თავის მხრივ სრულად ამართლებს ივლისის პერსონიფიკაციას – კირჩხიბი თავისი სულიერი სითბოთი და ემოციურობით, ლომი კი დიდსულოვნებითა და მეფური ხასიათით.
როგორია 11 ივლისს დაბადებული ადამიანი
11 ივლისს დაბადებული ადამიანები კომუნიკაბელურები და გახსნილები არიან. მათ უყვართ მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნა და თავს ცუდად გრძნობენ, თუკი რაიმე მიზეზით უწევთ ინფორმაციულ ვაკუუმში მოხვედრა. მათთვის შესაფერისია ჟურნალისტიკა ან სარეკლამო სფერო. რადგან ამ პროფესიებში ყველაზე უკეთ ახერხებენ თავის წარმოჩენას.