* კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად.
* გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან.
* მოაგვარეთ ფინანსური საკითხები.
* არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა.
* მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას.
* კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ.
* ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის.
* შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში.
* სიყვარულისა და სექსისთვის იდეალური დღეა.
* ამ დღეს დაბადებული ადამიანი ეგოისტია. საკუთარი მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე დაიხევს.
* მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას.
* თმის შეჭრას არ გირჩევთ.
* ამ დღის ქვებია: სარდიონიქსი და მწვანე ნეფრიტი.
სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე კირჩხიბში
* ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.
* მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას.
* კარგია ორგანიზმის გაწმენდა მარილებისა და წიდებისაგან.
* ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
* კარგი დღეა კბილების სამკურნალოდ.
* ივარჯიშეთ, რათა გაგიუმჯობესდეთ ხერხემლისა და სახსრების მდგომარეობა.