11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: მნიშვნელოვანი საქმეები მშვიდად და ნელა გააკეთეთ

11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: მნიშვნელოვანი საქმეები მშვიდად და ნელა გააკეთეთ

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია

შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.

ვერძი

არასასურველია სხვა ადამიანების შეურაცხყოფა ნებისმიერ დღეს, მაგრამ განსაკუთრებით დღეს: მაშინაც კი, თუ მოგეჩვენებათ, რომ ადამიანი იმსახურებს მკაცრ კრიტიკას, თავი შეიკავეთ: ამან შეიძლება სერიოზული პრობლემები მოგიტანოთ.

კურო

სამუშაო საქმეები უნდა შესრულდეს დაჩქარების და ზედმეტი ენთუზიაზმის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს სერიოზული შეცდომის დაშვების რისკი, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ პროექტს.

ტყუპი

არასასურველია ენერგიის დახარჯვა, რომელიც დღეს უხვად გექნებათ, წვრილმანებზე, რომლებზეც არ ღირს თქვენი დროის დაკარგვად. უმჯობესია დაისახოთ სერიოზული მიზანი და ყურადღება გაამახვილოთ მხოლოდ მის მიღწევაზე.

კირჩხიბი

უნდა მოუსმინოთ რჩევას, რომელსაც მოგცემთ საყვარელი ადამიანი: ის შეიცავს სერიოზულ მნიშვნელობას, ამიტომ ის შეიძლება გახდეს მოქმედების გზამკვლევი.

ლომი

გარშემო მყოფებს არ უნდა მოეპყროთ თქვენთვის დამახასიათებელი ქედმაღლობით: ჯერ ერთი, ისინი ამას აშკარად არ იმსახურებენ და მეორეც, შეუძლიათ იმავენაირად გადაგიხადონ, რაც ძალიან შეურაცხმყოფელი იქნება თქვენთვის.

ქალწული

დღე არ არის შესაფერისი მნიშვნელოვანი ცხოვრებისთვის და - განსაკუთრებით! - პროფესიული გადაწყვეტილებების მისაღებად - დიდი ალბათობით ისინი მცდარი აღმოჩნდებიან, ამიტომ უმჯობესია ეს პროცესი სხვა დღეს გადადოთ.

სასწორი

არ უნდა შეეჭიდოთ ერთდროულად რამდენიმე საქმეს, თუნდაც, დაგავალონ. ვერცერთი ვერ დასრულდება, ამიტომ უნდა აირჩიოთ ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი და ფოკუსირება მოახდინოთ მასზე.

მორიელი

ბოლო დროს დაშვებულ შეცდომებზე მუშაობის შემდეგ, შეძლებთ გამოიტანოთ მნიშვნელოვანი დასკვნები იმის შესახებ, თუ რა არ უნდა გააკეთოთ მომავალში და დაიწყოთ ცხოვრება, როგორც ასეთ შემთხვევებში ამბობენ, სუფთა ფურცლიდან.

მშვილდოსანი

სავსემთვარეობა თქვენს ნიშანშია, ამიტომ ყველაზე დაკვირვებული და ფრთხილი თქვენ უნდა იყოთ. უმჯობესია მოერიდოთ აქტიურ მოქმედებებს და აჩქარებას, მნიშვნელოვანი საქმეები მშვიდად და ნელა გააკეთეთ.

თხის რქა

მიზანშეწონილია სერიოზული პროფესიული საკითხების გადაწყვეტა სხვა – უფრო ხელსაყრელი დღისთვის გადადოთ. დღეს მათ მაინც ვერ მოაგვარებთ. ამიტომ ჯობია დრო ჰობის დაუთმოთ.

მერწყული

დღეს ხელმოწერილ საბუთებში შესაძლოა შეცდომა დაუშვათ. ამიტომ ჯობია სხვა დროისთვის გადადოთ მნიშვნელოვანი გარიგებებისა და ხელშეკრულებების გაფორმება.

თევზები

უაზროდ არ უნდა დახარჯოთ ენერგია, რომლითაც ვარსკვლავები დღეს დაგაჯილდოებენ. ის შეიძლება იოლად ამოგეწუროთ. ამიტომ მხოლოდ ის უნდა გააკეთოთ, რის გარეშეც არ შეგიძლიათ.