11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე ვერძში იქნება 17:34-დან

კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. საღამოს თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.

ვერძი

ზოგიერთმა ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი გაღიზიანება. ყურადღება მიაქციეთ ნიშნებს. პირადი ნივთების დასუფთავება ხელს შეუწყობს სულიერი სიმშვიდის აღდგენას.

კურო

დღეს გამოიტანთ სწორ დასკვნებს და შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. კერძები განსაკუთრებით გემრიელი და მადისაღმძვრელი გამოგივათ.

ტყუპი

თქვენი კრეატიულობა და იუმორი აღაფრთოვანებს გარშემო მყოფებს. შეხვდებით სხვადასხვა პიროვნებას. იმხიარულეთ და დატკბით საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობით.

კირჩხიბი

დღე გაატარეთ პოზიტიურ ადამიანებთან ურთიერთობაში. შეგიძლიათ ბევრი გართობა და ახალი მეგობრების შეძენა. არ არის გამორიცხული სიურპრიზი საყვარელი ადამიანისგან. ისეთი საჩუქარს მიიღებთ, რაზეც ოცნებობდით.

ლომი

ის, რასაც დღეს აკეთებთ, შეიძლება ძალიან მომგებიანი იყოს. ბევრი საინტერესო იდეა გიტრიალებთ თავში. სასარგებლოა საქმიანი კავშირების დამყარება, პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრა.

ქალწული

კარგი დღეა ვაჭრობისთვის, მიმდინარე პროექტის განხილვისთვის. საღამო ოჯახთან ერთად გაატარეთ. გულწრფელი საუბრები და ერთმანეთზე ზრუნვა ხელს შეუწყობს ურთიერთობების განმტკიცებას.

სასწორი

ისიამოვნეთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებით. ჯობია რაიმე სერიოზული არ გააკეთო, მაგრამ სადმე წახვიდე დასასვენებლად ოჯახთან ერთად.

მორიელი

კვირა ბედნიერი დღე იქნება, თუ სიმშვიდეს და ადამიანების მიმართ პატივისცემას შეინარჩუნებთ. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.

მშვილდოსანი

არ უნდა მიირთვათ ზედმეტი ან ცხარე, ცხიმიანი საკვები. კარგი დღეა მეგობრებთან ერთად დასვენებისთვის, გასართობი ადგილების მოსანახულებლად და სახალისო აქტივობებისთვის.

თხის რქა

კარგი დღეა თანამოაზრეების მოსაძებნად, ცოდნის გასაღრმავებლად. ადვილად ამყარებთ კონტაქტებს, შეგიძლიათ ბევრი სასარგებლო რამ ისწავლოთ სხვებისგან.

მერწყული

შემოქმედებითი იდეების განხორციელებისთვის ხელსაყრელი პერიოდია. თუ რამე დაგეგმილი გაქვთ, დროა გადახვიდეთ თეორიიდან რეალურ ნაბიჯებზე. არ გირჩევთ ფულის დაბანდებას, ფულის დაკარგვის ალბათობა დიდია.

თევზები

განწყობა შესანიშნავია. სავსე ხართ ენერგიითა და იდეებით, თუ როგორ გაატაროთ დღე კარგად. მოერიდეთ უცნობ ადამიანებთან კონფლიქტს. ასევე არ ღირს რთული ვალდებულებების მოგვარება.