კურო
მოსალოდნელია შემოწმება, გამოცდის ჩაბარება, მაქსიმალური ყურადღება მოგეთხოვებათ. ეცადეთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ ოჯახის წევრებსა და შვილებს.
ტყუპი
კარგი დღეა ინტელექტუალური სამუშაოსთვის. ინფორმაციის მისაღებად და გადასამუშავებლად. სამსახურში წარმატებით შესრულებული სამუშაოსთვის შექებას დაიმსახურებთ.
კირჩხიბი
დაძაბული დღე გელით და მაქსიმალური ყურადღება გმართებთ. ეს არ მიშნავს, რომ გეგმები ჩაგეშლებათ და საქმეები გაგიფუჭდებათ, მაგრამ შეიძლება უმნიშვნელო დეტალის გამო შეგიფერხდეთ მუშაობა.
ლომი
საწინააღმდეგო სქესის მხრიდან გადამეტებულ ყურადღებას იგრძნობთ. თქვენზეა დამოკიდებული ურთიერთსიმპათია რომანში გადაიზრდება თუ მეგობრებად დარჩებით.
ქალწული
კარიერული წინსვლა და საქმეებში წარმატება გელით. მთავარია, წინასწარ არ გათქვათ საკუთარი გეგები.
სასწორი
არ დათმოთ საკუთარი პოზიციები გარშემო მყოფთა საკეთილდღეოდ. დაიცავით თქვენი აზრები და პოზიციაც ნათლად წარმოაჩინეთ.
მორიელი
ახლობლებთან სრულიად უმნიშვნელო საკითხზე უთანხმოება შეიძლება დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. თუ ვერ ახერხებთ დანაპირების შესრულებას, ტაქტიანად გააგებინეთ გარშემო მყოფებს. კარგი დღეა დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად.
მშვილდოსანი
კარგი დღეა განმარტოებისა და საკუთარ ცხოვრებაზე დასაფიქრებლად. მეტი დრო დაუთმეთ სულიერ განვითარებას; ნერვების დამშვიდებას. ისეთი საქმიანობა გმართებთ, რაც სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ.
თხის რქა
გადადეთ ყველა საქმე და მთელი დღე პირადი ცხოვრების მოწყობას დაუთმეთ. მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტს და ყველა პრობლემა დიპლომატიურად განიხილეთ, მოაგვარეთ
მერწყული
საყიდლებზე სიარული მხოლოდ იმ შემთხვევაში გმარებთ, თუ ზუსტად იცით რისი ყიდვა გსურთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დროსა და ფულს ტყუილად გაფლანგავთ.
თევზები
მხოლოდ ორიგინალური და არასტანდარტული ქმედებით შეძლებთ რთული სიტუაციიდან უვნებლად გამოსვალს. ეცადეთ, ისე მოიქცეთ, რომ კონკურენტებსა და მოწინააღმდეგეებს გზა-კვალი აურიოთ.