11 ივნისის იუბილარი

11 ივნისის იუბილარი

ივნისის თვეს სხვაგვარად ქალღმერთ იუნონას თვედაც მოიხსენიებენ. იუნონა რომაულ მითოლოგიაში ქორწინების, დედობისა და ზოგადად ქალური საწყისის მფარველ ღვთაებად ითვლებოდა. მისი პროტოტიპი ბერძნულ მითოლოგიაშიც გვხვდება ქალღმერთი ჰერას სახით. ასტროლოგიურად კი იუნონა პარტნიორულ ურთიერთობებს განაგებს. მისი ტრანზიტები მიანიშნებს ქორწინების, განქორწინების ალბათობას ან ოჯახური სიტუაციის მოსალოდნელ ცვლილებებს. იუნონას მფარველობაში მყოფი ივნისის თვე კი, ორ საკმაოდ განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს. მოუსვენარ, კომუნიკაბელურ, ცნობისმოყვარე და ცოტა არ იყოს ზედაპირულ ტყუპს და ფრთხილ, ბუტია, უზომოდ სენსიტიურ კირჩხიბს.

როგორია 11 ივნისს დაბადებული ადამიანი

11 ივნისს დაბადებული ადამიანები, უზომოდ პრინციპულები და მიზანმიმართულები არიან. ამიტომ მათზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობას, გადარწმუნების ან გზიდან გადახვევის მიზნით, აზრი არა აქვს. თუმცა სწორედ ამგვარი სიჯიუტეა მიზეზი იმისა, რომ ამ ადამიანებს ხშირად უწევთ კონფლიქტი მათსავით ჯიუტ და ძალაუფლების მოყვარულ ხალხთან.