შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 06:42-ზე, მთვარე კირჩხიბს ესტუმრება 07:15-ზე
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას.
ვერძი
დღეს ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თქვენს განწყობაზე, ამიტომ ეცადეთ იყოთ ხალისიანი, მეტი იფიქრეთ სასიამოვნოზე. ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანებს და გაატარეთ საღამო მათთან ერთად.
კურო
თუ გსურთ თქვენი ურთიერთობის გაძლიერება, გაითვალისწინეთ თანამოსაუბრის, მოსაზრებები და სურვილები. არ გააკრიტიკოთ, გააკონტროლეთ თქვენი ემოციები. საღამოს შეეცადეთ აღადგინოთ ძალა და ენერგია.
ტყუპი
მოგიწევთ მოულოდნელი პრობლემების გადაჭრა. 11 მაისს გაუმკლავდით ძველ საკითხებს, რომლებიც გამუდმებით შეგახსენებთ თავს. აკონტროლეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
კირჩხიბი
დილით პირქუშ ხასიათზე იქნებით. ეცადეთ, გააკეთოთ მხოლოდ სასიამოვნო საქმეები, იფიქრეთ იმაზე, რაც აგიმაღლებთ თვითშეფასებას. მოამზადეთ რაიმე განსაკუთრებული სადილისთვის, იყიდეთ თქვენთვის საჩუქარი. სანამ პასუხს გასცემდეთ, მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას.
ლომი
დღეს დაუცველი იქნებით კრიტიკის მიმართ. გირჩევთ შეზღუდოთ კონტაქტები, მეტი დრო გაატაროთ განმარტოებით და იფიქროთ საკუთარ საქმეებზე. თუ 11 მაისს მაინც მოგიწევთ გადაუდებელი საკითხების მოგვარება, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გამოავლინეთ თავდაჯერებულობა.
ქალწული
ყველა მნიშვნელოვანი საქმე გადადეთ და ეს დღე დასვენებას და გართობას დაუთმეთ. შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად დროის გატარება, ბუნებაში გასვლა, თუ ამინდი შესაფერისია.
სასწორი
წარმატებული და ხელსაყრელი დღეა. გააკეთეთ რთული საქმეები, რომლებიც გადადებული გქონდათ. შესაძლებელია, ვინმემ შეგაწუხოთ და განწყობა გაგიფუჭოთ. კამათი, შეიძლება კონფლიქტში გადაიზარდოს.
მორიელი
დილას დაისვენეთ, მოამზადეთ გემრიელი საუზმე, განიხილეთ სასიამოვნო საკითხები თქვენს საყვარელ ადამიანებთან. სადილის შემდეგ ენერგიის მომატებას იგრძნობთ და მოგეცემათ შესაძლებლობა მოაგვაროთ რთული და უსიამოვნო საკითხები.
მშვილდოსანი
შეიძლება დღის გეგმა შეიცვალოს. გირჩევთ იყოთ მშვიდი და გონივრული. ჯობია მნიშვნელოვანი ან საპასუხისმგებლო საქმეები სხვა დროისთვის გადადოთ, ახლა გაგიჭირდებათ სამუშაოზე კონცენტრირება.
თხის რქა
მოერიდეთ ჩხუბს საყვარელ ადამიანებთან. ლანჩის შემდეგ თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ და შეძლებთ დაგეგმილი აქტივობების, შეხვედრებისა თუ სატელეფონო საუბრების განხორციელებას.
მერწყული
დილით ეცადეთ იყოთ მშვიდი და შეძლებთ თავიდან აიცილოთ დაძაბულობა ოჯახის წევრებთან. სერიოზული საუბარი გადადეთ საღამოსთვის. იყავით მოსიყვარულე და მოუსმინეთ სხვების აზრს.
თევზები
თუ უნდა გასცეთ პასუხი თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე, იფიქრეთ შედეგებზე. 11 მაისს არ აჰყვეთ ახირებებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო სიტუაცია. საღამოს დაისვენეთ, აღადგინეთ ძალა.