შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 00:24-ზე, მთვარე მორიელშია
ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას. კარგია მედიტაცია, ლოცვა, ენერგეტიკული პრაქტიკები.
ვერძი
სასარგებლოა შეჩერება და წინასწარი შედეგების შეჯამება. იფიქრეთ იმაზე, რაც უკვე გაკეთდა და რა გელით მომავალში. შეცვალეთ თქვენი მიზანი, შეაფასეთ თქვენი სამუშაოს ეფექტურობა. დღეს დიდხანს არ უნდა დარჩეთ მარტო, მეტი ურთიერთობა გმართებთ კოლეგებთან და ნათესავებთან.
კურო
თქვენ იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, მოქმედებითი იდეების განხორციელების სურვილს. შეარჩიეთ ყველაზე რთული ამოცანა და დაუთმეთ მას დრო. თუ ერთდროულად რამდენიმე საკითხს გაუმკლავდებით, ეს უარყოფითად იმოქმედებს შედეგებზე. პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ პარტნიორს უფრო ხშირად აჩვენეთ თქვენი გრძნობები.
ტყუპი
შეიძლება გქონდეთ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ან ახალი შესაძლებლობები გამოგიჩნდეთ, რომლებიც არ უნდა გაატაროთ იმოქმედეთ თქვენთვის კომფორტული ტემპით, ნუ აჩქარდებით საქმეების კეთებისას. ოჯახურ ცხოვრებაში შესაძლებელია ცვლილებები. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების, ყველაფერი იცვლება მხოლოდ უკეთესობისკენ.
კირჩხიბი
მოუსმინეთ საკუთარ თავს, იფიქრეთ იმაზე, რაც ნამდვილად გსურთ. დღეს ენერგიის ტრანსფორმაციას განიცდით, ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენი გრძნობებისა და შეგრძნებების გაგება. თქვენი შინაგანი ხმა გეტყვით სად წახვიდეთ და რას მიაქციოთ ყურადღება. საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაცია ასევე დაგეხმარებათ ამაში.
ლომი
სწორი დროა ახალი მიზნების, პრიორიტეტების დასახვისთვის. იფიქრეთ თქვენი ოცნების მიღწევის ვარიანტებზე, იმაზე, თუ რა ან ვინ შეიძლება დაგეხმაროთ ან შეგაფერხოთ. კარგია თქვენი ფინანსების შემოწმება და ახალი ბიუჯეტის შედგენა. არ იშრომოთ ბევრი, მეტი დაისვენეთ.
ქალწული
დღე იქნება რთული და დატვირთული. ისეთი საქმეები უნდა მოაგვაროთ, რაც დროსა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სასარგებლოა სამოქმედო გეგმის შედგენა, მოკავშირეების მონახვა და ყველაფერზე კარგად დაფიქრება. გადაჭარბებულმა დატვირთვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას. დაისვენეთ, მეტი იარეთ ფეხით.
სასწორი
თუ შესაძლებელია, დაისვენეთ და გაატარეთ დღე მშვიდად, საყვარელი ადამიანის გარემოცვაში. თუ ეს შეუძლებელია, იპოვეთ მარტივი სამუშაო, დაასრულეთ დაწყებული პატარა საქმეები. დაალაგეთ განრიგი და სამუშაო მაგიდა: ეს აქტივობა დაგამშვიდებთ და თავდაჯერებულობას მოგანიჭებთ. შესაძლებელია საინტერესო შეხვედრები.
მორიელი
ეცადეთ, გააკეთოთ ისეთი რამ, რაც დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს და სიხარული მოაქვს. მორიელებმა უნდა იმუშაოთ ჩვეული ტემპით, არ აჩქარდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაუშვათ შეცდომა, რომლის გამოსწორებას დიდი დრო დასჭირდება. ნუ შეგეშინდებათ გრაფიკის ჩამორჩენის ან დაგვიანების, დრო ყველაფრისთვის გექნებათ.
მშვილდოსანი
მეტი დრო გაატარეთ დასასვენებლად, გააკეთეთ მსუბუქი სასიამოვნო სამუშაო. ჯობია არ ჩაერთოთ მოვლენებში და დააკვირდეთ რა ხდება გარშემო. შესაძლოა, სასარგებლო აზრები მოგივიდეთ. ახლა თქვენთვის სასარგებლოა ფიქრი და დაგეგმვა. უფრო მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანების გვერდით.
თხის რქა
დაუთმეთ დრო თქვენს პირად ურთიერთობებს, გაატარეთ დრო ოჯახთან, ახლო მეგობრებთან ერთად. შესაძლოა მათ თქვენი მხარდაჭერა ან კარგი რჩევა დასჭირდეთ. ასევე სასარგებლოა ახალი ადამიანების გაცნობა, მეტი კომუნიკაცია და კავშირების დამყარება. ზოგიერთი მათგანი მომავალში დაგეხმარებათ კარიერაში ან სამსახურში.
მერწყული
გამოიყენეთ არასტანდარტული მიდგომა მუშაობისას, შეხედეთ პრობლემებს ობიექტურად. ასეთი მეთოდები დღეს უფრო ეფექტური იქნება და მრავალი რთული საკითხის გადაჭრაში დაგეხმარებათ. ემოციური ფონი გაზრდილია, ამიტომ დააკვირდით რას ეუბნებით სხვებს, მოერიდეთ ჩხუბს.
თევზები
დღეს გაქვთ კარგი შანსი, სერიოზულად შეცვალოთ ცხოვრება, დაიწყოთ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან. თუ თქვენ გაქვთ ოცნება, შეგიძლიათ დაიწყოთ მისი განხორციელება. იყავით დარწმუნებული თქვენს შესაძლებლობებში. მაშინაც კი, თუ რაიმე სირთულეს წააწყდებით, არ გადაუხვიოთ გზას, იყავით მიზანმიმართული.