კურო
ნუ შეეჭიდებით რთულ საქმეებს. თუ სხვა გამოსავალი არ გაქვთ, დახმარება ერთგულ და გამოცდილ ადამიანებს სთხოვეთ.
ტყუპი
დღეს ყველა საქმეს ენერგიულად, ენთუზიაზმით დაიწყებთ, მაგრამ დასრულება გაგიჭირდებათ. თუ შედეგით არ ხართ დაინტერესებული და თავად პროცესი გაინტერესებთ, ასეთი პრაქტიკა მისასალმებელია.
კირჩხიბი
დღეს ყველა კამათში, ყველა დისკუსიაში დაამარცხებთ მოწინააღმდეგეს. მთავარია, დარწმუნებული იყოთ საკუთარ სიმართლეში.
ლომი
დღეს საკუთარი საქმეების გარდა დამატებითი სამუშაოს შესრულებაც მოგიწევთ, რის გამოც უფრო მეტად დაგაფასებენ გარშემო მყოფები.
ქალწული
მოერიდეთ კამათს, თუნდაც დარწმუნებული იყოთ საკუთარ სიმართლეში. მარტოს მოწინააღმდეგესთან გამკლავება გაგიჭირდებათ. უმჯობესია, თანამოაზრეები შემოიკრიბეთ და ისე ჩაერთეთ "ბრძოლაში"
სასწორი
ნუ გაამწვავებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. ფინანსური საკითხები მასთან ერთად, მშვიდად განიხილეთ.
მორიელი
დღეს შეიძლება მისწრაფებები და შეხედულებები შეგეცვალოთ. გამორიცხული არაა, რომ ის, რაც ადრე ფასეული გეგონათ, ღირებულება დაკარგოს. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების.
მშვილდოსანი
საბუთებთან ურთიერთობა ბევრ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. ეცადეთ, ყურადღებით შეავსოთ ყველა დოკუმენტი. და ხელისმოწერამდე გადაამოწმეთ ისინი.
თხის რქა
ეცადეთ, გარშემო მყოფებისთვის გასაგებ ენაზე ახსნათ საკუთარი სურვილები და მოთხოვნილებები. გაუგებრობამ შეიძლება დაძაბულობა წარმოშვას.
მერწყული
საკუთარი სახლის ინტერიერის, დიზაინის შეცვლის მოგინდებათ. ეცადეთ, პროფესიონალები დაიხმაროთ და ხარჯებიც წინასწარ გათვალოთ.
თევზები
თქვენი დახმარების გარეშე მეგობრებსა და ნათესავებს სწორი გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდებათ. ეცადეთ, მარტივი რჩევებით დაეხმაროთ.