სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე ლომშია
გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისთვის, ქალაქგარეთ გასეირნებისა და მივლინებისთვის.
ვერძი
დღევანდელი დღის დევიზია „იცხოვრე და ისწავლე“. როგორც არ უნდა გადაწყვიტოთ ახალი განათლების მიღება (ონლაინ, დამოუკიდებლად, თუ ჯგუფში), მთავარია პირველი ნაბიჯის გადადგმა.
კურო
მნიშვნელოვანი პროფესიული საკითხის მოგვარებისას წინა გამოცდილება გამოიყენეთ. ასევე აუცილებელია გახსოვდეთ, როგორ გაუმკლავდით მსგავს სიტუაციებს ადრე და უბრალოდ გაიმეოროთ ეს წარმატებული ქმედებები.
ტყუპი
დღეს ჯობია, ერთდროულად არ დაედევნოთ ორ კურდღელს - ეს მხოლოდ დროსა და ენერგიას დაგაკარგვინებთ და ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწევთ.
კირჩხიბი
დღევანდელი სამუშაოს დაგეგმვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი და შრომატევადი ამოცანები დღის პირველი ნახევრისთვის დაგეგმეთ, ხოლო ის, რაც დიდ ძალისხმევას, დროსა და ყურადღებას არ მოითხოვს, - შუადღისთვის.
ლომი
მიზანშეწონილია, დღეს დროის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმოთ პროფესიული დაუმთავრებელი საქმეებისა და რუტინული სამუშაოების მოგვარებას, რომელთა გაკეთებაც სხვას არ შეუძლია თქვენთვის - წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შეძლებთ წინსვლას საჭირო სისწრაფით.
ქალწული
დღეს შეიძლება დაგებადოთ საინტერესო პროფესიული იდეა, რომელიც უნდა ჩაიწეროთ და როცა თქვენი მმართველი მერკური რეტროგრადული სვლიდან გამოვა, განახორციელოთ, რაც არ უნდა ფანტასტიკური ჩანდეს, მას წარმატებით განახორციელებთ.
სასწორი
არასოდეს მოატყუოთ გარშემომყოფები, თუნდაც კეთილი განზრახვით. ამგვარად ვერავის დაეხმარებით და თქვენი, როგორც პატიოსანი ადამიანის რეპუტაცია სერიოზულად და სამუდამოდ დაზიანდება.
მორიელი
ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ ნებისმიერი ადამიანის საიდუმლოსთან, რომელსაც ისინი განდობენ: მათი გამჟღავნებით, შეიძლება სერიოზული ემოციური ზიანი მიაყენოთ, რასაც მოგვიანებით ინანებთ.
მშვილდოსანი
ოცნების ასასრულებლად, დროდადრო უნდა წარმოიდგინოთ ის: დღეს იდეალური დღეა ასეთი მაგიისთვის - მთავარია, რაც შეიძლება დეტალურად „დახატოთ“ თქვენი სურვილის სურათი თქვენს გონებაში.
თხის რქა
ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ემოციების, განსაკუთრებით ნეგატიურის გავლენით: ისინი არა მხოლოდ აგირევენ თავ-გზას, არამედ გაგიფუჭებენ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან.
მერწყული
დიდი ხნის საიდუმლო შესაძლოა დღეს გამოაშკარავდეს. თითქოს თავისით, თქვენი მხრიდან პრაქტიკულად ყოველგვარი ჩარევის გარეშე, რაც გაფიქრებინებთ, თუ რატომ არ მოგივიდათ ეს აზრი თავად.
თევზები
როგორც ჩანს, დადგა დრო, რომ დაიწყოთ ლექციების წაკითხვა, კოუჩინგი ან ტრენინგი: ახლა თქვენი გამოცდილება, ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები უფრო მოთხოვნადი იქნება, ვიდრე ოდესმე.