პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 18:34-ზე, მთვარე ტყუპშია
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
ვერძი: გადახედეთ საქმეებს და დაიწყეთ მათი დასრულება. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. საღამოს ესტუმრეთ მეგობრებს და იმხიარულეთ.
კურო: სამსახურში მოგინდებათ საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობის რეალიზება; საყვარელი ადამიანისთვის - სიურპრიზის მოწყობა.
ტყუპი: საქმიან პარტნიორებთან მეტად გამოავლინეთ დახვეწილი მანერები, მცოდნე და საუკეთესო სპეციალისტი ისედაც ხართ. საუკეთესო დღეა რომანტიკული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
კირჩხიბი: არ დაძაბოთ მეგობრებთან ურთიერთობა, დაშორებას, შენარჩუნება ჯობია. მეტი დრო დაუთმეთ სწავლას. დაასრულეთ საქმეები, რომ შინ დროულად დაბრუნდეთ.
ლომი: გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, მაგრამ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას არ გირჩევთ.
ქალწული: დასასრულეთ დაწყებული პროექტები. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას მეუღლის ნათესავებთან.
სასწორი: კარგად შესრულებული საქმისთვის შექებას დაიმსახურებთ. მეტად გამოავლინეთ თქვენი ტალანტი. არ გირჩევთ ურთიერთობის დაძაბავს მეგობრებთან და ნათესავებთან.
მორიელი: იყავი მზრუნველი საყვარელი ადამიანის მიმართ. არ გირჩევთ ძვირად ღირებულ ნივთების შეძენას.
მშვილდოსანი: არ გაეხვიოთ საიდუმლო საქმეებში, ნუ აჰყვებით ჭორებს. მიზანმიმართულად და გაბედულად უნდა იმოქმედოთ, თუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ.
თხის რქა: მოგინდებათ ახალი პროექტების განხორციელება, ახალ საქმიანობაში ჩართვა, მაგრამ ორშაბათიდან ჯობია. საღამოს ინტერნეტით რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ.
მერწყული: დაგროვილ საქმეებთან გასამკლავებლად კოლეგები უნდა დაიხმაროთ. საღამო გაატარეთ ოჯახურ გარემოში.
თევზები: დაიცავით ზომიერება მუშაობასა და დასვენებაში. საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბარი მეტად დაგაფიქრებთ საკუთარ შეცდომებზე.