კურო
მთელი დრო და ყურადღება სამსახურის ვალდებულებებს უნდა დაუთმოთ. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. ეცადეთ, დღეს არავის არაფერს დაპირდეთ, არ აიღოთ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულება.
ტყუპი
"ცაში ფრენა", რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ სამსახურის საქმეებსა და საოჯახო ვალდებულებებსაც ნუ დაივიწყებთ. შეიცვალეთ ვარცხნილობა, იმიჯი.
კირჩხიბი
შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. ახლობლები მოსვენების უფლებას არ მოგცემენ, ყველას სჭირდება თქვენი დახმარება. თუმცა, საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში უნდა გაატაროთ.
ლომი
სამსახურის საქმეები, საოჯახო ვალდებულებები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ და დარჩენილი დრო დასვენებას, მეგობრებთან შეხვედრასა და გართობას დაუთმეთ.
ქალწული
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, მაგრამ მოერიდეთ ავანტიურასა და საეჭვო ადამიანებთან ხელშეკრულების გაფორმებას. საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ.
სასწორი
საინტერესო საქმიანი და შემოქმედებითი იდეები გაგიჩნდებათ. მთავარია, გარშემო მყოფების მხარდაჭერა, ისინი რომ განახორციელოთ. დაიწყეთ ვარჯიში.
მორიელი
მეტად გამოავლინეთ ლიდერი თვისებები. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საწინააღმდეგ სქესის წარმომადგენლებთან. თუმცა, დაქორწინებულები მეუღლს ნუ აეჭვიანებთ.
მშვილდოსანი
იყავით გულახდილი გარშემო მყოფების მიმართ, მაგრამ სამომავლო გეგმებსა და საიდუმლოებებს ნუ გაამხელთ. გაიფართოეთ სამეგობრო წრე. კარგი დღეა შემოქმედებით საქმიანობისა და ვარჯიშიც დასაწყებად.
თხის რქა
მხიარული დღე გელით, უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური დოკუმენტების მოწესრიგებისას, ფული მოზომილად ხარჯეთ.
მერწყული
შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა. დილიდან შეიქმენით სასიამოვნო განწყობა და ნაკლები ყურადღება მიაქციეთ მცირე უსიამოვნებებს.
თევზები
მხიარული და ენერგიული ხართ, დაასრულეთ დაწყებული საქმეები, რათა უქმეები სურვილისამებრ გაატაროთ და დაისვენოთ. საღამოს შეუარეთ მეგობრებს, რათა შინ არ მოიწყინოთ.