11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 17:10-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 20:26-დან

თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას; ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. არ გაცივდეთ, რადგან ამ დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.

ვერძი

გექნებათ შესაძლებლობა აისრულოთ თქვენი სურვილი. ზოგს საინტერესო თავგადასავლები ელის. მაგრამ იქნება არა მხოლოდ სიხარული, არამედ პრობლემებიც, რომლებიც სწრაფად უნდა მოგვარდეს. ეს განსაკუთრებით ეხება საყოფაცხოვრებო საქმეებს. მაგრამ თქვენი ენერგია დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ მათ.

კურო

იმისათვის, რომ მიაღწიოთ სასურველს უნდა გახდეთ უფრო აქტიური. მნიშვნელოვანია, რომ დილითვე დაგეგმოთ ყველაფერი და სისტემატურად იაროთ მიზნისკენ. ზოგიერთი ბიზნესის დაწყება საკმაოდ ადვილი იქნება, მაგრამ არ დანებდეთ, სირთულეების წარმოშობისას. ყველაფერზე გულდასმით უნდა დაფიქრდეთ. იყავით ნაზი საყვარელ ადამიანებთან, მიეცით საშუალება გაგიზიარონ თავიანთი ფიქრები.

ტყუპი

მიდრეკილნი იქნებით იმპულსური ქცევისკენ და თუ არ იქნებით ფრთხილად, ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენთვის უსიამოვნო შედეგები ჩხუბისა და გაუგებრობის სახით. კარგი იქნება, გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები. დაამტკიცოთ, რომ ბევრის კეთება შეგიძლიათ. საოჯახო საქმეების შესრულებისას დამხმარეები გამოძებნეთ.

კირჩხიბი

იბრძვით სხვებთანაც და საკუთარ თავთანაც. მიდრეკილი იქნებით სიჯიუტისა და შეუპოვრობისკენ. სხვის რჩევებს არ გაითვალისწინებთ. და ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს მომგებიანი. მიუხედავად ამისა, ყველამ უნდა იცხოვროს საკუთარი გონებით. გაგიჩნდებათ ცვლილების სურვილი. და არა მხოლოდ სამსახურში, არამედ სახლშიც.

ლომი

ასხივებთ პოზიტიურ ენერგიას და დადებით გავლენას მოახდენთ თქვენს გარემოზე. სადაც არ უნდა წახვიდეთ, სასურველი სტუმარი იქნებით, ვისთანაც ყველას სურს საუბარი. მაგრამ ნუ მისცემთ უფლებას ამბიციამ დაგიპყროთ. ფრთხილად იყავით კოლეგებთან, მათ შეიძლება თქვენი შეშურდეთ.

ქალწული

სამსახურში წარმატებული იქნებით. ნებისმიერ სიტუაციაში შეძლებთ საკუთარი თავის დაცვას. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთანაც. ერთად გაატარეთ საღამო სასიამოვნო გარემოში.

სასწორი

11 ოქტომბერს მეტად კომუნიკაბელური იქნებით - მოსაუბრე თქვენი მეგობრებისა და კოლეგებისთვის. მეგობრები დაგიჯერებენ, თქვენ კი შეძლებთ მათ რჩევას და მხარდაჭერას. შეგიძლიათ მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე შთაბეჭდილება მოახდინოთ თქვენი კულინარიული ექსპერიმენტებით. გამოავლინეთ მოთმინება მუშაობისას, არ არის საჭირო აურზაური.

მორიელი

შეიძლება არ მოგინდეთ სხვების მოსმენა, რაც შეიძლება იყოს პრობლემა, განსაკუთრებით სამსახურში. შესაძლოა, თქვენი კოლეგები ალმაცერად გიყურებენ. თუ თავად არ დაამყარებთ მათთან კონტაქტს, მათ შესაძლოა შეწყვიტონ თქვენთან კომუნიკაცია. მზად იქნებით მიზნების განხორციელებისთვის.

მშვილდოსანი

კარგი დღეა მოგზაურობისთვის, როგორც საქმიანი, ასევე პირადი. ამჯერად კარგი შესაძლებლობა იქნება დაფიქრდეთ თქვენი ცხოვრების წესზე. გასაუმჯობესებელი ბევრია. კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა შეიძლება გაუმჯობესდეს. გააფართოეთ თქვენი ინტერესების სპექტრი, დაესწარით საინტერესო ღონისძიებას.

თხის რქა

დღეს გულგრილი იქნება სამუშაოს მიმართ, იპოვეთ შემოქმედებითი აქტივობა, რომელიც დაგეხმარებათ გამოხატოთ თქვენი გრძნობები და გადაგატანინოთ ყურადღება საქმეებიდან. თუ პირადი ცხოვრებით უკმაყოფილო ხართ, ეჭვიანობამ შეიძლება გააუარესოს სიტუაცია და ჩხუბი წარმოიშვას.

მერწყული

დღეს ზედმეტად პერფექციონისტი იქნებით, მაგრამ გირჩევთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ. დაფიქრდით, თუ რა გინდათ ცხოვრებიდან. საყვარელ ადამიანებთან საუბარი განწყობას აგიმაღლებთ. უნდა განთავისუფლდეთ თქვენი პრობლემებისგან, დაისვენოთ, განიტვირთოთ. ეს დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

თევზები

11 ოქტომბერს კომუნიკაცია არ მოგაკლდებათ. გსურთ დრო გაატაროთ რაღაცის კეთებაში მეგობრებთან, პარტნიორთან და კოლეგებთან ერთად. ისიამოვნებთ აქტიურობით და კომფორტული გახდებით ადამიანებთან საუბრისას. ყველაფერს ჩვეულ რეჟიმში გააკეთებთ, უბრალოდ ისიამოვნეთ ყოველი წამით.