სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 19:11-ზე, მთვარე კუროშია
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
ვერძი: კრეატიული და ლიდერული თვისებების გამოვლენის შესაძლებლობა მოგეცემათ. იყავით დაკვირვებული და მიზანმიმართული, მაგრამ პარტნიორების მოსაზრებებიც გაითვალისწინეთ.
კურო: საკუთარ სიმართლის დასამტკიცებლად ცოტა გაბედულება უნდა მოიკრიბოთ. კრიტიკა მხოლოდ თქვენთვის ავტორიტეტი ადამიანებისგან მიღეთ. არ გადაიტვირთოთ ფიზიკურად.
ტყუპი: ორგინალური იდეების გაჟღერების დღეა, გაუზიარეთ ისინი კოლეგებს, ვისთან ერთადაც მომავალში მუშაობას აპირებთ. იყავით მზრუნველი საყვარელი ადამიანების მიმართ.
კირჩხიბი: დარწმუნდით, რომ ის საქმე, რომელსაც აკეთებთ, სიამოვნებასთან ერთად მატერიალურ კეთილდღეობასაც გიქმნით. თუ ასე არაა, დაფიქრდით, რა უნდა შეცვალოთ. ეცადეთ, საკუთარ თავს მეტი კომფორტი შეუქმნათ.
ლომი: უშიშარი და მიზანსწრაფული ხართ, იყავით დაკვირვებული გარშემო მყოფების ქცევისა და მოსაზრებებისადმი. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს განსაკუთრებით, ემოციებს აყოლილი.
ქალწული: არ გარისკოთ, თუ არ ხართ დარწმუნებული საკუთარ ძალებში და არც გარშემო მყოფების იმედი გაქვთ დიდად. დაფიქრდით, რამდენად უსაფრთხოდ და მშვიდად გრძნობთ თავს სხვადასხვა სიტუაციაში და რა უნდა გაიუმჯობესოთ.
სასწორი: დაზოგეთ დრო და საკუთარი ენერგია. ყველა საქმეს ერთდროულად ნუ შეეჭიდებით. გარშემო მყოფების გამოხდომებს ნაკლები ყურადღება მიაქციეთ, იყავით მომართული საკუთარ კეთილდღეობაზე.
მორიელი: თუ დროს ტყუილად არ დაკარგავთ, ბევრ საქმეს მოაგვარებთ და ბევრ მნიშვნელოვან ამბავს გაიგებთ. კარგი დღე გელოდებათ სამედიცინო, სამხედრო სფეროს წარმომადგენლებს და სპორტსმენებს.
მშვილდოსანი: მოგიწევთ ინიციატივის საკუთარ თავზე აღება; ზოგ შემთხვევაში გარშემო მყოფებს უნდა უხელმძღვანელოთ კიდეც. მაგრამ მეგობრული იყავით და კომპეტენტური პირების რჩევებსაც დაუგდეთ ყური.
თხის რქა: სამსახურის საქმეების პარალელურად ნათესავებსა და საოჯახო ვალდებულებებზე უნდა იზრუნოთ. საკუთარი სიმართლე გარშემო მყოფებს გასაგებ ენაზე, აგრესიის გარეშე დაამტკიცეთ.
მერწყული: დინამიკური დღე გელოდებათ. უამრავ განსხვავებული პროფესიის ადამიანთან გექნებათ შეხვედრა და ეცადეთ, ყველასთან იყოთ მეგობრული და რაღაც ისწავლოთ მათგან; განსაკუთრებით, ტექნიკურ სფეროში.
თევზები: თუ დიპლომატიურად იმოქმედებთ, კონკურენტებსაც კი თანამოაზრეებად გაიხდით და ერთად ნაყოფიერად იმუშავებთ. იზრუნეთ მატერალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, დამატებით შემოსავლის წყაროს გამონახვაზე.