11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მიუხედავად იმისა, რომ მართალი ხართ, კონფლიქტი მაინც დიპლომატიურად, სერიოზული გართულების გარეშე მოაგვარეთ.

ტყუპი

მოულოდნელმა შემოწმებამ არ დაგაბნიოთ. პირიქით, გაბედულად იმოქმედეთ. მოაგვარეთ გადასახადების საკითხი, მოაწესრიგეთ დოკუმენტები.

კირჩხიბი

ნუ ჩაერევით სხვების საქმეებში და ნუ აიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. უმჯობესია, რჩევა მისცეთ და გაეცალოთ, ვიდრე თავად იყოთ ყველაფერში დამნაშავე. კარგი დღეა გაქვთ მოლაპარაკებებისა და გასაუბრებისთვის.

ლომი

დაუწესეთ საკუთარ თავს ვადები და შეეცადეთ, საქმეების დასრულება მოცემულ ვადას არ გადააცილოთ. მიხედეთ ჯანმრთელობას.

ქალწული

კარგი დღეა მწვერვალების დასაპყრობად, წარმატების მისაღწევად. თუმცა, გარშემო მყოფებისგან აპლოდისმენტებსა და აღიარებას ნუ ელით.

სასწორი

დროს ფუჭად ნუ დაკარგავთ, რაიმე საქმე წამოიწყეთ. კარგი დღეა საოჯახო საქმეებისთვის. დაგეგმეთ და აკონტროლეთ ხარჯები.

მორიელი

კარგი დღეა კოლეგებთან ახალი პროექტების განსახილველად იდეების გასაზიარებლად. შეიძლება შეგეცვალოთ ცხოვრების რეჟიმი, სტილი.

მშვილდოსანი

ნუ დახარჯავთ იმაზე მეტს, ვიდრე გათვალისწინებული გქონდათ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები (გადასახადები, სესხი).

თხის რქა

მეტად დაისვენეთ, ნუ წამოიწყებთ მნიშვნელოვან საქმეებს. გაერიდეთ სტრესულ სიტუაციებს. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.

მერწყული

დღეს ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ გაამწვავებთ კონფლიქტს უცხოელ პარტნიორებთან.

თევზები

კარგი დღეა ცვლილებებისთვის. ეს შეიძლება პროფესიულ სფეროსაც ეხებოდეს, პარტნიორულსაც და მეგობრულსაც. კარგად გაერკვიეთ იმ ქვეყნის ტრადიციებსა და კანონებში, სადაც აპირებთ გამგზავრებას.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით