კურო
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან; დაარეგულირეთ კონფლიქტები. შერიგებისკენ პირველი ნაბიჯი თავად უნდა გადადგათ. გარშემო მყოფებს თქვენი ხასიათის დადებითი თვისებები დაანახვეთ.
ტყუპი
ფინანსური საკითხები მოსვენებას დაგიკარგავთ. დროა, შემოსავლის ახალი წყარო, მაღალანაზღაურებადი სამსახური ეძებოთ. თუმცა, მცირე საჩუქრის ყიდვას საყვარელი ადამიანისთვისაც მოახერხებთ და საკუთარი თავის წახალისებასაც.
კირჩხიბი
საინტერესო და მოულოდნელობებით აღსავსე დღე გელით. შეიძლება დიდი ხნის უნახავ მეგობარს შეხვდეთ და მისგან თქვენთვის მნიშვნელოვანი ამბები შეიტყოთ.
ლომი
მაქსიმალურად შეამცირეთ საქმსახურის საქმეები, შეხვედრები. მოერიდეთ უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას. უმჯობესია, ეს დღე დასვენებას დაუთმოთ. საღამოს გამოფენას, კინოს ან თეატრს ეწვიოთ.
ქალწული
თავგადასავლებითა და სარისკო ქმედებებით აღსავსე დღე გელით. მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყოთ. შეცდომის თავიდან აცილების მიზნით, გააანალიზეთ თითოეული დეტალი.
სასწორი
თავადაც მხიარულ განწყობაზე ხართ და არც გარშემო მყოფების გამხიარულება გაგიჭირდებათ. ეცადეთ, პოზიტიური განწყობა ყველას გაუნაწილოთ.
მორიელი
ნუ ხართ ზედმეტად სერიოზული. ზოგჯერ უნდა იხუმროთ და მომხდარს მშვიდად შეხედოთ. ეცადეთ, ისე მოიქცეთ, რომ საკუთარი ეჭვებითა და კრიტიკით გარშემო მყოფებს განწყობა არ გაუფუჭოთ.
მშვილდოსანი
დღეს შეუძლებელსაც კი შეძლებთ. ისეთი საქმეებს დაასრულებთ წარმატებით, რაზეც ადრე ვერც კი იოცნებებდით. მთავარია, დისციპლინა, ყურადღება და თქვენეული იუმორი.
თხის რქა
დღეს ისეთ ინფორმაციას, საჩუქარს მიიღებთ, რაზეც დიდხანს ოცნებობდით. კარგი დღეა გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. საღამოს მეგობრები შინ მიიპატიჟეთ და გემრიელი სადილით გაუმასპინძლდით.
მერწყული
მაქსიმალურად ეცადეთ, არ დაძაბოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. ზოგჯერ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მას არ ესმის თქვენი. ამიტომ, ნუ დაიზარებთ და ყველაფერი მისთვის გასაგებ ენაზე აუხსენით.
თევზები
დღეს ნურც თავად აჩქარდებით და ნურც გარშემო მყოფებს ააჩქარებთ. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. უმჯობესია, ბევრი იფიქროთ და ისე იმოქმედოთ, ვიდრე დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგათ და მერე ინანოთ.