11 სექტემბერი, მთვარე კუროშია: გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა

11 სექტემბერი, მთვარე კუროშია: გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა

ხუთშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 20:35-ზე, მთვარე კუროშია

რეკომენდებულია: კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები.

არ არის რეკომენდებული: შურისა და ბოროტების გამოვლენა.

ჯანმრთელობა: აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის.

კვება: ხორცის გარდა ყველაფრის ჭამა შეიძლება. მთავარია, რომ საკვები უნდა იყოს ახალი.

მოგზაურობა: ხელსაყრელია მოგზაურობა, მივლინება. მგზავრობისას მთავარია, მეგობრული დამოკიდებულების შენარჩუნება.

ურთიერთობები: ხელსაყრელი დღეა ქორწილისთვის. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.

დღის მინერალები: წითელი იასპი, იასპი.

  • მთვარე კუროში

დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ცივ დღეებში დაიცავით ყელი და ყურები. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა.

აქტიური ორგანოებია: ხორხი, მეტყველების ორგანოები, კბილები, ყბები, თავის უკანა მხარე, ნუშისებრი ჯირკვლები, ყურები, სისხლის მიმოქცევის სისტემა.

კვება: უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან. დაიცავით უმარილო დიეტა.

საოჯახო საქმეები: მძიმე, ერთფეროვანი ფიზიკური სამუშაოს შესრულება შესაძლებელია. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. კარგია რემონტის დაწყება. დღეს დაუთოებული თეთრეული და ტანსაცმელი დიდხანს დარჩება სწორი.

კოსმეტიკური პროცედურები: შეჭრილი თმა კარგად იზრდება, მისი მდგომარეობა უმჯობესდება. კარგია მასაჟის გაკეთება და სახის წმენდა. არ არის რეკომენდებული ნიღბების გაკეთება.